მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 6

1მაშინ თქუა სოლომონ: უფალმან თქუა დამკჳდრება წყუდიადსა შინა.

2და მე ვაშენე სახლი სახელისა შენისა წმიდისა შენდად და განმზადებული სამკჳდრებელად საუკუნოდ.

3და მოიქცია მეფემან პირი თჳსი და აკურთხა ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა, და ყოველი ერი ისრაჱლისა წინაშე დგა. და თქუა:

4კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითის მიმართ, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა

5და თქუა: მიერ დღითგან, ვინათგან აღმოვიყუანე ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, არა გამოვირჩიე ქალაქთა შინა ყოველთა შორის ტომთა ისრაჱლისათა შენებად სახლისა, რათამცა სახელი ჩემი მუნ და არა გამოვირჩიე კაცი მთავარად ყოფად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

6და გამოვირჩიე იერუსალჱმი ყოფად სახელი ჩემი მუნ და გამოვირჩიე დავითის შორის, რათა იყოს ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა.

7და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთის ისრაჱლისა.

8და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ იყო გულსა შენსა შენებად სახლი სახელისა ჩემისათჳს, კეთილად ყავ, რამეთუ იყო გულსა შენსა.

9ხოლო არა შენ მიშენო სახლი, არამედ ძე შენი, რომელი გამოვიდეს წელთაგან შენთა, ამან მიშენოს სახლი სახელისა ჩემისათჳს.

10და აღადგინა უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა: დავდეგ მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დავჯედ საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა იტყოდა უფალი და ვაშენე სახლი ესე სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

11და დავდგი კიდობანი შჯულისა უფლისაჲ, რომელი მოსცა ისრაჱლსა.

12და დადგა სოლომონ წინაშე საკურთხეველსა უფლისასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი.

13რამეთუ ქმნა სოლომონ ხარისხი რვალისა, და აღმართა იგი შორის ეზოსა მას ტაძრისასა, ხუთ წყრთა სიგრძე მისი და ხუთ წყრთა სივრცე მისი და სამ წყრთა სიმაღლე მისი. და აჰჴდა მას ზედა და დავარდა მუჴლთა ზედა თჳსთა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად

14და თქუა: უფალო ღმერთო ისრჱლისაო! არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხი აღთქმა და წყალობა მონათა შენთა წინაშე, რომელნი ვლენან შენსა ყოვლითა გულითა,

15რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.

16და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა

17და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.

18უკუეთუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა თანა ქუეყანასა ზედა? უკუეთუ ცა და ცანი ცათანი ვერ კმა არიან; და რა არს სახლი ესე, რომელი ვაშენე?

19და აწ მოხედო ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო, სმენად ვედრებისა და ლოცვისა, რომელსა მონა შენი ილოცავს შენ წინაშე დღეს,

20რათა იყუნენ თუალნი შენნი ახილულ სახლსა ამას ზედა დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ წოდებაჲ სახელი შენი მუნ, რათა ისმინო ლოცვა, რომელსა ილოცავს მონა შენი ადგილსა ამას.

21და ისმინო ვედრებაჲ მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რაოდენსა ილოცვიდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინე ადგილსა სამკჳდრებელსა შენსა ზეცით და ისმინო და ლხინება-ყო.

22და თუ ცოდოს კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და მოიღოს მის ზედა წყევა, რათა წყეოს იგი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე საკურთხეველსა სახლსა ამას შინა.

23და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.

24და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.

25და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.

26და უკუეთუ დაეყენოს ცა და არა იყოს წჳმა, რამეთუ შეგცოდონ შენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აქებდენ სახელსა შენსა, და მოიქცენ ცოდვათა მათთაგან, რაჟამს დამდაბლდენ იგინი.

27და შენ ისმინე მათი ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვათა მონათა შენთასა და ერისა შენისა ისრაჱლისასა, რათა აუწყო მათ გზაჲ იგი კეთილი, რათა ვიდოდიან მას ზედა და მოეც წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელი მოეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

28გინა თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი იყოს ქუეყანასა ზედა, ხორშაკი და გუნი, გინა მკალი, გინა ბუზი, ანუ თუ აჭირვებდეს მათ მტერი წინაშე ქალაქთა მათთა და ყოველივე გუემა.

29და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.

30და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,

31რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.

32და ყოველი უცხო, რომელი არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა და მოვიდეს ქუეყანით შორით სახელისათჳს შენისა დიდისა და ჴელისა შენისა მტკიცისა და მკლავისა შენისა მაღლისა, და მოვიდენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას.

33და შეისმინენ ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რაჲსათჳსცა გხადოდის შენ უცხოთესლი იგი, რათა იცნან სახელი შენი ყოველთა ერთა ქუეყანისათა და ეშინოდის შენდა, ვითარცა ერსა შენსა ისრაჱლსა, რათა საცნაურ იყოს, რამეთუ წოდებულ არს სახელი შენი სახლსა ამას ზედა, რომელი ვაშენე

34უკუეთუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა მისთა გზასა მას, რომელსა მიავლინნე იგინი და ილოცვიდენ შენდამი გზასა ამას ქალაქისა ამის, რომელი გამოირჩიე და სახლი, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

35და შენ შეისმინე ვედრებისა მათისა და ლოცვისა მათისა და ყავ ზეცით სამართალი მათი.

36რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და მოსრნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე პირსა მტერთასა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა მათთა ქუეყანად მტერთა, ქუეყანად შორად, გინა მახლობელად.

37და მოიქცენ გულითა ქუეყანათა მათთა, ვიდრე-იგი წარტყუენნენ მუნ და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა და იტყოდიან: ვცოდეთ და უსჯულოებაჲ ვყავთ, და სიცრუესა შინა ვიდოდეთ ჩუენ.

38და მოიქცენ შენდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ქუეყანისა მისგან წარმტყუენველთა მათთასა და ილოცვიდენ გზასა ქუეყანისა მათისასა, რომელი მიეც მამათა მათთა და ქუეყანასა ქალაქისა მის, რომელი გამოირჩიე და სახლისა, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

39და ისმინო მათი განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა მათისა და ვედრებისა მათისა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ჰყო სამართალი და მლხინებელ ეყო ერსა, რომელმან შეგცოდოს შენ.

40და აწ იყუნენ, უფალო, თუალნი შენნი ახილულ და ყურნი შენნი მსმენელ ვედრებასა ამის ადგილისასა.

41და აწ აღდეგ, უფალო, ღმერთო, განსასუენებელსა შენსა, შენ და კიდობანი ძლიერებისა შენისა! მღდელთა შენთა, უფალო ღმერთო, შეიმოსო ცხორებაჲ და ძენი შენნი იხარებდენ კეთილსა შინა.

42უფალო, ღმერთო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა! მოიჴსენე წყალობაჲ დავითისი, მონისა შენისა!


წინა თავი შემდეგი თავი