მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 7 |
1ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი. 2და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი. 3და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. 4და მეფე და ყოველი ერი დასწყუედდეს საკლავებსა წინაშე უფლისა. 5და დასწყჳდა სოლომონ საკლავები ზუარაკები ოცდაორი ათასი, და ყო მეფემან სატფურებაჲ სახლისა მის უფლისაჲ და ყოველმან ერმან. 6და მღდელნი იგი დგეს ზედა საცოსა მათსა და ლევიტელნი საგალობლითა უფლისათა დავითის მეფისა აღსარებად წინაშე უფლისა, რამეთუ საუკუნე არს წყალობაჲ მისი გალობითა დავითისითა ჴელითა მათითა. და მღდელნი იგი სცემდეს ნესტუსა წინაშე მათსა და ყოველი ისრაჱლი დგა. 7და განწმიდა სოლომონ საშუალი იგი ეზო სახლისა უფლისა, რამეთუ მუნ შესწირა ყოვლად დასაწუელები იგი და ცმელი იგი ცხორებისა, რამეთუ საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა სოლომონ, ვერ კმა იყო დატევნად ყოვლად დასაწველთა მათ და მანნასა და ცმელსა. 8და ყო სოლომონ დღესასწაული მას ჟამსა შჳდ დღე და ყოველი ისრაჱლი იყო მის თანა, და კრებული დიდი ფრიად შესავალთაგან ემათისად ვიდრე ჴევადმდე ეგჳპტისა. 9და ყო დღესა მას მერვესა განსლვა, რამეთუ სატფურებაჲ იგი საკურთხევლისა ყო შჳდ დღე დღესასწაული. 10და ოცდამესამესა დღესა თთუესა მის მეშჳდისასა წარავლინა ერი იგი საყოფელად თჳსა სიხარულითა და გულქველებითა და კეთილითა მათ ზედა, რაოდენი უყო უფალმან დავითს და სოლომონს და ისრაჱლსა, ერსა თჳსსა. 11და აღასრულა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი იგი მეფისა და ყოველი, რაცა უნდა სულსა სოლომონისასა საქმედ სახლსა უფლისასა და სახლსა თჳსსა, ყოველივე წარემართა. 12და ეჩუენა ღმერთი სოლომონს ღამესა და ჰრქუა მას: ვისმინე ლოცვისა შენისა და გამოვირჩიე ადგილი ესე თავისა ჩემისა სახლად შესაწირავთა. 13უკუეთუ შევიპყრა ცა და არა იყოს წჳმა, უკუეთუ უბრძანო მკალსა შეჭმად ხეთა, უკუეთუ მოვავლინო სიკუდილი ერსა ზედა ჩემსა, 14და უკუეთუ შეიკდიმის ერმან ჩემმან, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი და ილოცვიდეს და ეძიებდენ პირსა ჩემსა, და მოიქცენ გზათა მათთაგან ბოროტთა, მაშინ მე ვისმინო მათი ზეცით და მლხინებელ-ვყო ცოდვათა მათთა და განვკურნო ქუეყანა მათი. 15და აწ თუალნი ჩემნი იყუნედ ახილულ და ყურნი ჩემნი მსმენელ ლოცვასა ამის ადგილისასა. 16და აწ გამოვირჩიე და წმიდა-ვყავ სახლი ესე, რათა იყოს სახელი ჩემი მუნ ვიდრე საუკუნოდ, და იყუნეს თუალნი ჩემნი და გული ჩემი მუნ ყოველთა დღეთა. 17და უკუეთუ შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა დავით, მამა შენი, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რომელი მე გამცნო შენ, და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე და სამართალნი ჩემნი შეიწყნარნე. 18და მე აღუმართო საყდარი მეფობისა შენისა, ვითარცა აღუთქუ დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი წინამძღუარი ისრაჱლისაგან. 19და უკუეთუ გარემიიქცეთ თქუენ და დაუტევნეთ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელნი მიგცნე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცემდეთ მათ. 20აღგიხუნე თქუენ ქუეყანისა ამისგან, რომელი მიგეც თქუენ და სახლი ესე, რომელი გავწმიდე სახელისათჳს ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე ეგე იგავად და სათხრობელად ყოველთა შორის თესლთა. 21და სახლსა ამას მაღალსა ყოველი, რომელი თანაწარვიდოდის, განუკჳრდეს და თქუას: რასათჳსმე ესრეთ უყო უფალმან ქუეყანასა ამას და სახლსა ამას? 22და თქუან: რამეთუ დაუტევეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ და ჰმონებდეს მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ამისთჳს მოაწია მათ ზედა ყოველი ესე ბოროტი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |