მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 9

1და დედოფალსა საბასასა ესმა სახელი სოლომონისა. და მოვიდა სოლომონისა იერუსალჱმდ გამოცდად მისა იგავით ერითა მრავლითა ფრიად, აქლემებითა, რომელთა მოაქონდა სულნელება, ოქრო დიდძალი ფრიად და ქვა პატიოსანი და მოვიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა, რაცა იყო გულსა მისსა

2და უთხრა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა თანაწარჴდა სიტყუასა სოლომონ, რომელი არა უთხრა მას.

3და იხილა დედოფალმან საბასმან სიბრძნე იგი სოლომონისი და სახლი იგი, რომელი აღაშენა,

4და საჭმელი ტაბლათა და სასხდომები იგი მონათა მისთა, და წინაშე დგომა მსახურთა მისთა და სამოსელი მათი, და მწდენი მისნი, და შემკულება მათი, და მსხუერპლი, რომელთა შესწირვიდა სახლსა უფლისასა. განუკჳრდა

5და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

6და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ.

7ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი.

8იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელმან ინება შენდა დაჯდომად შენდა საყდარსა მისსა მეფედ ერისა შენისა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ უყუარდა უფალსა ღმერთსა შენსა ისრაჱლი დამტკიცებად იგინი უკუნისამდე და მიგცა შენ მათ ზედა მეფედ საქმედ განკითხვისა და სიმართლისა

9და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს.

10და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა.

11და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა.

12და სოლომონ მეფემან მისცა დედოფალსა მას საბასა ყოველი, რაცა უნდა მას, და რომელი ითხოა თჳნიერ მისა, რომელი მოართვა მან სოლომონ მეფესა. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანად თჳსა.

13და იყო სასწორი ოქროსა, რომელსა მოართმიდეს სოლომონს წელიწადსა ერთსა, ექუსას სამეოცდაექუსი ტალანტი ოქრო.

14გარნა კაცთა მათ განწესებულთა და ვაჭართა, რომელთა დამოაქუნდა ოქრო და ვეცხლი მეფისა სოლომონისა.

15და ქმნა მეფემან სოლომონ ორასი ფარი ჭედილი ოქროსა, ექუსასი დრაკანი წმიდა იყო ერთსა მას ფარსა

16და სამასი ლახუარი ჭედილი ოქროსა, სამასი დრაკანი ერთსა მას ლახუარსა ზედა, ეგრეთვე თჳთეულთა მათ და მისცა იგი მეფემან მაღნარისა ლიბანისა.

17და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძუალისა შუათა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

18ექუს აღსავალ იყო საყდარსა მას შემტკიცებულ ოქროთა, და იყუნეს იდაყუნი იმიერ და ამიერ, და საყდარსა მას საჯდომელისასა და ორნი ლომნი მდგომარენი იდაყუთა მათ თანა.

19და ათორმეტნი ლომნი დგეს ექუსთა მათ აღსავალთა იმიერ და ამიერ და არასადა იქმნა ესრეთ ყოველსა სამეფოსა.

20და ყოველი ჭურჭელი სოლომონისა იყო ოქროსაგან, და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის მაღნარისა ლიბანისა იყო ოქრო ხვეწილ, არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა.

21რამეთუ ნავი სოლომონისი მეფისა წარვიდოდა თარშით მონათა თანა ქირამისთა, ერთგზის სამსა წელსა მოვიდოდა ნავი თარშად მეფისა სოლომონისი სავსე ოქროთა, და ვეცხლითა, და შუათა პილოსათა, ყაპუზუნათა და ფარშამანგებითა.

22და განდიდნა მეფე სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

23და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს პირსა სოლომონისსა სმენად სიბრძნისა მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან გულსა მისსა.

24და მათ მოაქუნდა კაცად-კაცადსა ძღუენი თჳსი: ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და სამოსელი, შტახსი, და სულნელი საკუმეველი, ცხენები, და ჯორები წელიწადითი და წელიწადად.

25და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი ეტლებისა და ათორმეტი ათასი ახტა საჴედარი და დაადგინნა იგინი ქალაქებსა საეტლოსა და მეფისა თანა სოლომონისა იერუსალჱმს.

26და იყო იგი მთავარ ყოველთა ზედა მეფეთა მდინარითგან ევფრატით ვიდრე ქუეყანადმდე უცხოთესლთა, ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა.

27და მოსცა მეფემან ოქრო და ვეცხლი, ვითარცა თქუა, იერუსალჱმდ და ნაძჳ, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,

28გამოსლვა ცხენებისა ეგჳპტით სოლომონისა და ყოვლისაგან ქუეყანისა.

29და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთა პირველნი და უკუანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა ნათან წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა აქია სელონელისათა და ხილვათა იოელ მხილველისათა იერობოამისა ნაბატისთჳს.

30და მეფობდა სოლომონ ყოველსა ზედა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

31და მოკუდა სოლომონ და დაფლეს იგი ქალაქსა დავითის, მამისა მისისასა. და მეფობდა რობოამ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი