მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 10

1და იყუნეს აქაბისნი სამეოცდაათ ძე სამარიას. და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა და ჰრქუა:

2ვითარცა მოიწიოს თქუენდა წიგნი ესე, და თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და საჭურველნი.

3იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგან უფლისა თქუენისათა და დაამტკიცეთ ზედა საყდარსა მას მამისა თჳსისასა და სცეთ ბრძოლა სახლსა ზედა უფ- ლისა თქუენისასა.

4და შეეშინა ფრიად-ფრიად და თქუეს: აჰა, ორნი იგი მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისა, და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ წინაშე მისა?

5და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ ჩუენ და, რაცა გჳბრძანოთ ჩუენ, ვყოთ და არა ვინ დავიდგინოთ ჩუენ ზედა მეფე, არამედ, რა-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, ვყოთ.

6და მიწერა მათ წიგნი მეორედ და თქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ და ბრძანებასა ჩემსა ისმენდეთ, მოკუეთენით თავნი ძეთა უფლისა მაგის თქუენისათანი, და მომართუთ ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელად, და ძენი მეფისანი იყუნეს სამეოცდაათნი. და ჴელმწიფენი ქალაქისანი ზრდიდეს მათ.

7და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი, და მოსრნეს სამეოცდაათნივე, და შთაყარნეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღვანეს მას იეზრაელად.

8და შევიდა მოციქული იგი და უთხრა მას: მოიხუნეს თავნი ძეთა მეფეთანი და ჰრქუა: დასცენით სამად ბორცუად გარეშე ბრჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე.

9და იყო, განთიადსა მას გამოვიდა და დადგა ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ. აჰა, ესერა, მე აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა, მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აპფო ვინ მოსრნა?

10და უწყოდეთ აწ, რამეთუ არა დავარდების სიტყუა უფლისა ქუეყანასა, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა მას ზედა აქაბისასა. და აღასრულა უფალმან, რასა-იგი იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიასთა.

11და მოსრნა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი, და არა დაუტევა მას ნეშტი.

12აღდგა და წარვიდა იუ სამარიად და ვიდრე-იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა,

13პოვნა იუ ძმანი ოქოზიას, მეფისა იუდასნი, და ჰრქუა: ვისნი ხართ თქუენ? და თქუეს: ძმანი ოქოზიასნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა.

14და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი! და შეიპყრნეს მათ და მოსრნეს იგინი ბეთაკადს - ორმეოცდაორნი კაცნი. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

15და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბ, ძე რექაბისი, წინაშე თჳსსა და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა არს გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს. და ჰრქუა იუ: უკეთუ არს, მომეც მე ჴელი შენი. და მისცა ჴელი თჳსი, და აღისვა იგი თანა ეტლთა ზედა თჳსთა.

16და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილე შურისძიება ჩემი უფლისათჳს. და აღსვა იგი ეტლთა ზედა თჳსთა.

17და შევიდა სამარიად და მოსრნა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია.

18და შეკრიბა იუ ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვმონო დიდად.

19და აწ მომგუარენით მე ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი, და ყოველნი მონანი მისნი და ქურუმნი მისნი, და ერთიმცა კაცი ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი. და რომელ-იგი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო შეტყუილით, რათა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი.

20და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი ბაალისა. და ქადაგი ჴმობდა.

21და წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა მიმართ და მოკრბეს ყოველნი მონანი ბაალისნი, და არავინ დაშთა, რომელნი არა მოიწივნეს მუნ და შევიდეს სახლსა ბაალისასა, და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედ.

22და ჰრქუა იუ მტარვალთა მათ: განსძარცვეთ სამოსელნი მონათა მათ ბაალისთა! და განსძარცვეს სამოსელნი მათნი.

23და შევიდა იუ და იონადაბ, ძე რექაბისი, სახლსა მას ბაალისასა და ჰრქვა მონათა მათ ბაალისათა: გამოიძიეთ და იხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათა მათგანი უფლისათა, გარნა თქუენ ხოლომცა მონანი ეგე ბაალისნი.

24და შევიდა იუ, რეცა თუ შეწირვად და კმევად საკუმეველთა. და იუ დაადგინნა რვაასი კაცი გარეშე და ჰრქუა მათ: კაცი რომელი განერეს კაცთა ამათგანი, რომელთა მე მიგცეთ ჴელთა თქუენთა, თავი მისი თავისა მისისა წილ იყოს.

25და ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ და ჭურვილთა მათ: შევედით და მოსრენით იგინი და ერთიცამცა ნუ განერების მათგანი. და მოსრნეს იგინი მახჳლითა და არა ვინ დაშთა მათგანნი არცა ერთი და შევიდეს სახლსა მას ბაალისაასა.

26და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისაგან ბაალისი და დაწვეს იგი.

27და დაამჴუნეს ყოველნი იგი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს იგი ადგილ სასკორედ სარცხჳნელად მოდღენდელად დღემდე.

28და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისგან.

29ხოლო ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ დიაკეულთა მათგან ოქროსათა, რომელ იყუნეს ბეთელს და დაანს.

30და ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ მჴნე იქმენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნება გულისა ჩემისა უყავ სახლსა მას აქაბისსა, ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა მას ისრაჱლისასა.

31და იუ არა ეკრძალა სლვად სჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

32მათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვა ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა და მოსრვიდა აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა.

33იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო ყოველი იგი ქუეყანა გალაადისი და გაადისი და რუბენისი და მანასესი არუელითგან, რომელ არს კიდესა მის თანა ნაღვარევისასა არნონისსა, და გალაადი და ბასანი.

34და ნეშტნი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაოდენი-რა ქმნა, ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედა მისი, რომელ მოსწყჳდა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

35და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა, და დაფლეს იგი სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძე მისი, მის წილ.

36და დღენი, რაოდენ მეფობდა იუ ზედა ისრაჱლსა, ორმეოცდარვა წელ სამარიასა.


წინა თავი შემდეგი თავი