მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 11 |
1და გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ. 2და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა. 3და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა. 4და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა. 5და ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ. სამგან განიწილენით და ერთმან მან ნაწილმან დაიცვას ცვა სახლისა მის სამეუფოსა კართა თანა. 6და მეორემან ნაწილმან დაიცუნეს ბჭეთა მათ განსავალთა და მესამე ნაწილი ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცევით ცვა სახლისა მის. 7ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით და ყოველი, რომელი შე- ვიდოდის განაწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა მას სახლისა მის უფლისა და მეფისა. 8გარემოადეგინ მეფესა კაცი და ჭურჭელი ჴელთა თჳსთა, და რომელი შევიდოდის სადაროთ, მოკუედინ. და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა. 9და ქმნეს ყოველივე ასისთავთა მათ, რომელი ამცნო იუდე მღდელმა ბრძენმან, და შევალნ კაცები იგი განაწილებულნი მცველად შემდგომითი შემდგომად და შევიდეს იუდაე მღდელისა. 10და მისცა მღდელმან ასისთავთა მათ ოროლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისა, რომელ იყო სახლსა მას უფლისასა. 11და მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური ჴელთა თჳსთა და გარემოადგეს მარჯუენით მჴრით ტაძრისა მის ვიდრე მარცხენად მჴარადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლსა მას სამეფოსა გარემო. 12და წარმოავლინა მათ ძე იგი მეფისა და მიეცა მას ზედა იეზერი იგი და წამება და სცხო მას და დაადგინა მეფედ, და აღიტყუელნა ერმან და თქუა: ცხონდინ მეფე! 13და ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისა ერისა მრავლისა და შევიდა შორის ერსა მას სახლსა უფლისასა. 14და იხილა და, აჰა, დგა მეფე ზედა სვეტსა მას მსგავსად სახისა მის და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტჳნვარნი, და ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა უხაროდა და სტვინვიდეს სტჳრთა, დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღად-ყო და თქუა: განდგა, განდგა. 15და ამცნო იუდაე მღდელმან ასისთავთა მათ და, რომელნი-იგი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადერონით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას და მოკალით ეგე მახჳლითა, და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას ღმრთისასა. და იყოს, ყოველი, რომელი მისდევდეს მას, მოკუედინ მახჳლითა. 16და მიჰყვეს ჴელი მისა და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი. 17და აღთქმა-ყო იუდაე მღდელმან შორის უფლისა და შორის მეფისა და შორის ერისა მის ყოფად ერად უფლისა. 18და შევიდა ყოველი იგი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალისსა და დაამჴვეს იგი და საკურთხეველი მისი და ხატნი მისნი დამუსრნეს წულილად და მატთან, ქურუმი ბაალისი, მოსრნეს წინაშე შესაწირავისა მის, და დაადგინნა მღდელმან მცველნი სახლსა მას უფლისასა. 19და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და ყოველი ერი მის ქუეყანისა და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა, და შეიყვანეს იგი გზასა მის ბჭისასა სახლისა მის სამეუფოჲსა, და დასვეს იგი საყდარსა მას სამეუფოსა. 20და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანასასა, და ქალაქი იგი დამშჳდნა და გოთოლია მოკლეს მახჳლითა სახლსა მას მეფისასა. 21და ძე შჳდ წლისა იყო იოას დადგომასა მას მეფედ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |