მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 13 |
1წელსა ოცდამესამესა იოასისასა, ძისა ოქოზიასსა, მეფისა იუდაისასა, მეფობდა იოაქაზ, ძე იუასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათჩჳდმეტ წელ. 2და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და შეუდგა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან. 3და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ, მეფისა ასურთასა, და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისასა, ყოველთა დღეთა. 4და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა და ისმინა მისი უფალმან და იხილა ურვა იგი ისრაჱლისა, რასა აჭირვებდა მათ მეფე იგი ასურთა. 5და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთაგან ასურთასა და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძოღან. 6ხოლო არავე განეშორნეს ცოდვათა მათ იორობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინავე ვიდოდეს და მაღნართა და მთათა მიმართ სამარიასთა. 7და არა დაშთა იოაქაზისა ერი, არამედ მჴედარი ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათი ათასი მკჳრცხლი, რამეთუ წარწყმიდნა იგინი მეფემან ასურასტანისამან, დასხნა იგინი, ვითარცა მიწა დასატკეპნელად. 8და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთანი ყოველი, რა ქმნა და ძალი მისი არა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა? 9და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ. 10წელსა ოცდამეათჩჳდმეტესა სუფევასა იოასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იოას, ძე იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათორმეტ წელ. 11და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან- იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მასვე შინა ვიდოდა. 12და ნეშტნი სიტყვათა იოასისთანი და ყოველი, რაჲ ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი და, რა-იგი უყო მეფესა იუდაჲსსა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა მეუფეთა ისრაჱლისათა? 13და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა და იორობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაეფლა იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. 14და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა და მივიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო. 15და ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი. და მოიღო მშჳლდი და ისარნი. 16და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი შენი ჴელთა შენთა! მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა. 17და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე. 18და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა. 19და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი. 20და მოკუდა ელისე და დაფლეს. მტევებარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწდისასა. 21და იყო, ოდენ და-ვინმე-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა მკუდარსა, და, აჰა, იხილნეს მტევებარნი იგი და დააგდეს მკუდარი იგი სამარესა მას ელისესასა, ძვალთა მათ თანა ელისესთა მიწევნით, განცოცხლდა და აღემართა ზედა ფერჴთა თჳსთა. 22და აზაელ, მეფე ასურთა, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა. 23და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა. 24და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ. 25და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |