მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 17 |
1წელსა მეათორმეტესა აქაზიას, მეფისა იუდასა, მეფობდა იოსე, ძე ელიასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ცხრა წელ. 2და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს წინა მისსა. 3მას ზედა მოუჴდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა, და ემონა მას ოსეე და უძუღნობდენ მას მანანასა. 4და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა. 5და გამოვიდა მეფე იგი ასურასტანისა ყოველსა მას ქუეყანასა და მი- ვიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ. 6წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა. 7და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა. 8და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთასა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ-რა ქმნეს. 9და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე. 10და აღმართნეს ძეგლნი და სერტყნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა. 11და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა. 12და მსახურეს კერპთა, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: ნუ უყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს. 13და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა. 14და არა ისმინეს მათ მათი და განიფიცხეს ზურგი მათი უფროს მამათა მათთა და არა ჰრწმენა უფლისა ღმრთისა თჳსისა. 15და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა. 16და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თაყუანი-სცეს ძალთა ცისათა და ამსახურებდეს ბაალსა. 17და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა. 18და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა დიდად და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა, და არა დაშთეს, გარნა ნათესავი იგი ხოლო იუდასი. 19და იუდაცა არავე დაიცუნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლთასა, რომელ ქმნეს. 20და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა. 21და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა. 22და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იორობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან. 23და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა, და წარიტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანად ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. 24და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი. 25და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინდეს უფლისაგან და მიავლინა უფალმან ორნი ლომნი და მოსრვიდეს მათ. 26და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა. 27და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა. 28და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენილ იყუნეს სამარიად, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რათა ეშინოდის უფლისაგან. 29და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს. 30და კაცთა ბაბილოვნისათა ქმნეს სოკქოთი და ბანოთი და არქოთი, და კაცთა ქუთისთა ქმნეს ნერგელი, და კაცთა ემათისათა ქმნეს ასენათი. 31და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა. 32და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ). 33და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ. 34და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი. 35და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ. 36არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ. 37და სამართალთა და მსჯავრთა და სჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, ეკრძალენით ყოფად და ნუ შეშინდებით ღმერთთაგან უცხოთა. 38და აღთქმა იგი, რომელ დადვა თქვენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთაგან უცხოთა. 39არამედ უფლისა ღმრთისა თქუენისა გეშინოდენ და მან გიჴსნენ თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა. 40და ნუ მორჩილ ექმნებით სახესა მათსა, რომელსა ჰყოფენ. და ეშინოდა ნათესავთა მათ უფლისაგან. 41და განხატულთა თჳსთა მსახურებდეს და შვილნი მათნი და შვილნი შვილთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, უყოფდენ ვიდრე დღევანდელად დღედმდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |