მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 21 |
1ძე ათორმეტისა წლისა იყო მანასე დადგომასა მისსა მეფედ, ერგასისდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმსა. სახელი დედისა მისისა - ეფსიბა. 2და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა. 3და აღაშენნა მაღალმან იგი, რომელ დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან, და აღაშენნა ბაგინნი იგი ბაალისნი და ქმნნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ ქმნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თაყუანი-სცა ყოველთა ძალთა ცისათა, და მონებდა მათ. 4და აღაშენა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი. 5და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა. 6და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა. 7და ქანდაკებულნი იგი მაღნართა მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისა ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე. 8და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, რათამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისავე, რაცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მოსე, მონამან ჩემმან. 9და არა ისმინეს და საძაგელ იქმნა მანასე დიდად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა. 10და ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა და თქუა: 11ამისთჳს, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდასმან, საძაგელნი იგი და უკეთურებანი უმეტეს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდა კერპებითა თჳსითა. 12ამისთჳს, ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი. 13და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიასა და მსგავსად სასწორისა სახლისა მის აქაბისა და მოვსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა. 14და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისა და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა თჳსთასა და იყუნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა 15ამისთჳს, რამეთუ ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა მოდღენდელად დღედმდე. 16და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე. და ცოდვა იგი თჳსი, რომლითა აცთუნა იუდა საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა 17და ნეშტნი სიტყუათა მანასესთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვა მისი, რომელ ცოდა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა? 18დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა სახლისა თჳსისასა მტილსა ოზიასასა. და მეფობდა ამმონ, ძე მისი, მის წილ. 19ძე ოცდაორის წლისა იყო ამმონ დადგომასა მისსა მეფედ და მეფობდა ათურამეტ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - მესელომით, ასული არუასი, ტაბათით 20და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მამამან მისმან მანასე. 21და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამა მისი, და მსახურა კერპთა მათ, რომელთა მსახურებდა მამა მისი, და თაყუანი-სცა მათ. 22დაუტევა უფალი ღმერთი მამათა თჳსთა და არა ვიდოდა გზასა უფლისასა. 23და აღდგეს მონანი ამონის ზედა და მოკლეს მეფე იგი სახლსა თჳსსა. 24და მოსწყჳდეს მკულელნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს, ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძე მისი, მის წილ. 25და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი, რომელ ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა? 26და დაიძინა ამმონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა იგი საფლავსა თჳსსა მტილსა მას ოზიასასა. და მეფობდა იოსია, ძე მისი, მის წილ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |