მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 3 |
1და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეათვრამეტესა იოსაფატის, მეფის იუდასასა, და მეფობდა ათორმეტ წელ. 2და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან და დედა- მან მისმან, და დაამჴუნა ძეგლნი იგი, რომელ აღმართნა მამამან მისმან. 3ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან. 4და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა. 5და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა. 6და გამოვიდა მეფე იორამ სამარიად მას დღესა შინა, აღიხილა ისრაჱლი და წარვიდა. 7და წარავლინნა მეფემან იოსაფატისა, მეფისა იუდასა და ჰრქუა: მეფე მოაბისა მეცრუვა მე. აწ გამო-თუ-ხჳდე ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი. 8და ჰრქუა: რომელსა გზასა მივმართოთ? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოსასა, ედომით კერძო. 9და წარვიდეს მეფე ისრაჱლისა და მეფე იუდეასი და მეფე ედომისა და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას. და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა, რომელი იყო მათ თანა. 10და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: ჵ,ა́ რამეთუ განგუწირნა ჩუენ უფალმან, სამნი ესე მოსრულნი მეფენი, მიცემად ჴელთა მოაბისთა. 11და თქუა იოსაფატ მეფემან: არამე არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისა და ვაკითხემცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე ყრმამან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძე საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსა- ბანელსა ელიას. 12და თქუა იოსაფატ: არს სიტყუაჲ უფლისა მის თანა. და მივიდეს მისა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, და მეფე ედომისი. 13და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რა ძეს შენი და ჩემი? მივედ შენ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა! და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: მო-მე-გვიყვანნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა? 14და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვასხენ იოსაფატს, მეფესა იუდასსა, არცაღამცა მიგხედე და გიხილე შენ. 15და აწ მომგუარეთ მე მაქებელი! და მოგვარეს ერთი მაქებელი, და იყო, ვითარცა იტყოდა ქებასა მას, იყო მის ზედა ჴელი უფლისა. 16და ჰრქვა: ესრე იტყჳს უფალი, არა იხილოთ ქარი და არცა იხილოთ წჳმა. 17და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა. და მოგცეს უფალმან მოაბი ჴელთა თქუენთა. 18და დასცნეთ ყოველნი იგი ქალაქნი რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხე შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განრყუნეთ თქუენ. 19და იყო, განთიადსა მას ოდენ შეწირვასა ოდენ მსხუერპლისასა და, აჰა, წინაწარმეტყუელნი მოვიდოდეს გამოსლვითა ედომით. და აღივსო ქუეყანა წყლითა. 20და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ მივლენან ესე მეფენი წყობად მათა. და აუწყეს ყოველთავე სარტყლისშემრტყმელსა მახჳლოსანსა მათა მიმართ და აღიმსთვეს განთიადსა მას და დადგეს საზღვარსა მათსა. 21და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა და იხილა მოაბ პირისპირ წყალი იგი მეწამული, ვითარცა სისხლი. 22და თქუეს: სისხლი იგი მახჳლისა არს ჴდომით, ვიდრემდე ჴდებოდეს ურთიერთას მეფენი იგი, დაეცნეს ურთიერთას და, აჰა, აწ მალე იყავნ ტყუენვად მოაბ. 23და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა. 24და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი. 25და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო. 26და მოიყვანა ძე იგი თჳსი პირმშო მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისი თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ შორის ისრაჱლსა და წარმოვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანად თჳსად. |
წინა თავი | შემდეგი თავი |