მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 9

1და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქა ეგე საცხებელისა ჴელითა შენითა და მივედ ჰრამათ გალადად.

2და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძე იოსაფატისი, ძისა ამესასი, და აღადგინო იგი შორის ძმათა თჳსთა და შეიყვანო იგი სენაკით სენაკად.

3და მიიღო რქა იგი ზეთისა და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები.

4და წარვიდა ყრმა იგი წინაწარმეტყუელისა ჰრამოთ გალაად.

5და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი სხდეს და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო. და ჰრქუა იუ: ვისდა მიმართ ჩუენგანისა? და ჰრქუა: შენდა, მთავრისა მაგის.

6და აღდგა და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი ზედა თავსა მისსა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

7და დასცე სახლი იგი აქაბისი უფლისა შენისა, პირისაგან შენისა და იძიო შური სისხლისა მონათა მათ ჩემთა წინაწარმეტყუელთა, სისხლი ყოველთა მონათა უფლისათა ჴელთაგან იეზაბელისათა და ყოვლისაგან სახლისა მისისა.

8და მოსრა სახლისა მის აქაბისი და არა დაუტეო ერთიცა, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი და ნეშტნი ისრაჱლისა,

9მიცემად სახლი აქაბისი, ვითარცა სახლი იორობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი.

10და იეზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისასა და არავინ იყოს, რომელმან დაფლას. და განაღო კარი და ივლტოდა.

11და იუ გამოვიდა მონათა მათ უფლისა თჳსისა თანა და ჰრქუეს მას: მშჳდობა არსა? რასა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? და ჰრქუა მათ. თქუენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულები მისი.

12და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე, გჳთხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქვა: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

13ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მოიღეს თჳთოეულმან ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს ქუეშე მისსა ერთსა მას აღსავალთაგანსა, სადა სხდეს, და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუეს: დადგა მეფედ იუ.

14და ერისკრება-ყო იუ ძემან იოსაფატისამან, ძისა ამესასმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამათ გალაადს შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთასა.

15და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ წყობასა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, და თქუა: იგი უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელსა შინა.

16და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა.

17და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა?

18და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა.

19და წარავლინა მეორედ მჴედარი და მოიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა?უკმოდეგ აქა.

20და თქუა ებგურმან: მიიწია მოციქული იგი მათა და არავე უკმოიქცა, რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, ძე ამესასი, მიაწია,რამეთუ მრისხანედ მიაწია.

21და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს ეტლნი და აღსხდეს კაცად -კაცადი ეტლებსა თჳსსა - იორამ, მეფე ისრაჱლისა, და ოქოზია, მეფე იუდასი, და მიეგებნეს იუსს და პოვეს იგი ნაწილსა მას ნაბუთესსა იეზრაიტელისასა.

22და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა: მშჳდობა არსა იუ? და ჰრქუა იუ: რაჲ მშჳდობა? განმრავლდეს სიძვანი დედისა შენისა იეზაბელისნი და გრძნებანი მისნი.

23და გარეშე-ხოლო-იქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა იორამ ოქოზიას: ზაკვა არს რამე, ოქოზია.

24და მოირთხა იუ და სცა იორამს საშუალ ბეჭთა და განსწონნა გულსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა თჳსთა.

25და ჰრქუა იუ დებეკს, სპარაზენსა მას თჳსსა: აღიღე იგი და შთააგდე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესასა იეზრაიტელისასა, რამეთუ მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვხედევდით აქაბს, მამასა მაგისსა, და უფალმან დადვა მაგასა ზედა შესამთხუეველი ესე,

26ვითარმედ ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთა, რომელ ვიხილე გუშინ, თქუა უფალმან: მივაგო ეგე ნაწილსა ამას. და თქუა უფალმან: აწ აღიღე და შთააგდე ნაწილსა მას ნაბუთესასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

27და ოქოზია, მეფემან იუდაჲსმან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა და შეუდგა კვალსა მისსა იუ და თქუა: იგულეთ ეგეცა. და სცა მას ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაჲსსა, რომელ არს იეგლამს, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა.

28და წარიღეს იგი მონათა თჳსთა იერუსალჱმდ და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა.

29და წელსა მას მეათერთმეტესა იორამისასა, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია ზედა იუდასა.

30და მივიდა იუ იეზრაიტელად და იეზაბელს ესმა და მოგრემანნა თუალნი თჳსნი და შეიმკო თავი თჳსი და გარდამოხედვიდა სარკმელით.

31და იუ შევიდოდა ქალაქსა მას და თქუა იუ: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკულელი იგი უფლისა თჳსისა?

32და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიხედნა სარკმელთა მათ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მის თანა ორნი საჭურისნი.

33და ჰრქვა მათ იუ: გარდამოაგდეთ ეგე და გარდამოაგდეს იგი და მიასხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი.

34და შევიდა, ჭამა და სვა და თქუა იუ: იხილეთ წყეული იგი და დაფალით, რამეთუ ასული შარავანდედთა იყო.

35და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.

36და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი.

37და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს.


წინა თავი შემდეგი თავი