მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მიქა წინასწარმეტყველი |
თავი 1 |
1სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმისა 2ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით. 3მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა 4და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა 5უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი? 6და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე. 7და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა. 8ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა სირინოსთასაჲ 9მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე 10გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა. მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა. 11დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ. 12ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა, რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა 13ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი. 14ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა 15ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა. 16დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან. |
შემდეგი თავი |