მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მიქა წინასწარმეტყველი
თავი 3

1და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი

2რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან

3და ჴორცთა მათთანი ძუალთაგან მათთა, ვითარსახედ შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავნი მათნი განჰჴადნეს ძუალთა მათთაგან. და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულ ყვნეს, ვითარცა ჴორცნი სიავისა მიმართ და ვითარცა დრონეული ქოთნისა მიმართ

4ეგრეთ ჴმობდენ უფლისა მიმართ, და არა შეისმინოს მათი. და მიიქციოს პირი თჳსი მათგან მას ჟამსა შინა მის წილ, რომელ იბოროტეს სიმარჯუეთა მიერ მათთა.

5ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა ზედა, მაცთუნებელთა ერისა ჩემისათა, მკბენელთა გზათა შორის მათთა. და მქადაგებელთა მშჳდობასა მის ზედა და არა მისცა პირსა შინა მათსა წმიდა-ყუეს მის ზედ ბრძოლაჲ

6ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან, და ბნელ იყოს თქუენდა მისნობისაგან, და დაჰჴდეს მზე წინაწარმეტყუელთა ზედა, და დაბნელდეს მათ ზედა დღე,

7და სირცხჳლეულ იქმნენ მხილველნი სიზმართანი, და საცინელ იქმნენ მისანნი. და ძჳრისმეტყუვლებდენ ძჳნად მათდა ყოველნი იგი მით, რამეთუ არა არს, რომელი ერჩდეს მათ.

8არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა მითხრობად იაკობსა უთნოობანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი

9ისმინენით ესე წინამძღუართა სახლისა იაკობისათა. და ნეშტთა სახლისა ისრაილისათა, რამეთუ გძულს მსჯავრი და ყოველთა მართალთა გულარძნილ-ჰყოფთ,

10რომელნი აშენებთ სიონსა სისხლისა მიერ და იერუსალიმს უსამართლოებათა მიერ.

11წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

12ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად.


წინა თავი შემდეგი თავი