მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მიქა წინასწარმეტყველი |
თავი 4 |
1და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი. 2და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან. 3და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა. 4და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ: 5ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო. 6მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარნ 7და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე. 8და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა 9და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა. 10ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობ, მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა. 11და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედადახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა. 12და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა-ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი. 13აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი დ დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |