მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მიქა წინასწარმეტყველი
თავი 7

1ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა).

2ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი.

3ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს.

4და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი.

5ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა.

6რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.

7ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან.

8ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა.

9რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი.

10და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი, ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის.

11დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას დღესა

12და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა წყლისა და შფოთისასა.

13და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა.

14მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა.

15და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა, უჩუენნე მათ საკჳრველნი.

16ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი დაყრუვნეს.

17ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად. შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და შეაშინონ შენგან.

18ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს

19მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი

20მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა.


წინა თავი