მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 1

1და იყო შემდგომად აღსრულებისა მის ისოსისა და იკითხვიდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიერ და იტყოდეს: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა ქანანელისა მის და ბრძოლა-სცეს მას?

2და ჰრქუა უფალმან იუდა აღვიდეს. აჰა ესერა, მივეც ქუეყანაჲ იგი ჴელთა მისთა.

3და ჰრქუა იუდა სჳმეონს, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა ნაწილსა მას ჩემსა და ვჰბრძოდით ქანანელსა მას და მოვიდე მეცა შენ თანა ნაწილსა შენსა, და წარვიდა მის თანა სჳმეონ.

4და წარვიდა იუდაცა. და მოსცა უფალმან ქანანელი იგი და ფერეზელი ჴელთა მისთა და მოსრნა იგინი ბეზეკს შინა, ათი ათასი კაცი.

5და პოვეს ოდონიბეზეკ ბეზეკს შინა და ჰბრძოდეს მას და მოსრნეს ქანანელნი იგი და ფერეზელნი.

6და ივლტოდა იდონიბეზეკ და დევნა-უყვეს შემდგომად მისსა, ეწინეს და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი.

7და თქუა ოდონიბეზეკ: სამეოცდაათორმეტნი მეფენი, რომელთანი ჴელნი მათნი და ფერჴნი მათნი მოკუეთილ იყუნეს, და კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე, რამეთუ ვითარცა-იგი უყავ მათ, ეგრეცა მომაგო მე ღმერთმან, და მოიყუანეს იგი იერუსალჱმდ, და მოკუდა მუნ.

8და ჰბრძოდეს ძენი იუდასნი იერუსალჱმსა. და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.

9და მისა შემდგომად შთავიდეს ძენი იუდასნი ბრძოლად ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრებულ იყო მთათა შინა და სამხრით და ველით.

10და წარვიდა იუდა ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრვბულ იყო ქებრონს შინა; და გამოჴდა ქებრონი წინაშე პირისპირ ბრძოლად მათა, ხოლო სახელი ქებრონისა იყო პირველ კარიათარბოკსეფერ; და მოსრეს ესესი და აქიმან, და თოლმი, ნაშობნი ენაკისნი.

11და აღმოვიდეს დამკჳდრებულთა მათ ზედა დაბირისთა და სახელი დაბირისაჲ იყო პირველად ქალაქი მწიგნობართაჲ.

12და თქუა ქალებ: რომელმან მოსრას ქალაქი ესე მწიგნობართა და პირველად დაიპყრას იგი, მივსცე მას ასული ჩემი ცოლად.

13და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კვნეზისმან, ძმისწულმან ქალებისმან უმრწემესმან და მისცა მას ქალებ ასქან, ასული თჳსი, ცოლად.

14და იყო, რაჟამს შევიდოდა იგი, აბირა იგი გოთონიელ, ცოლი თჳსი, რათა სთხოოს მამასა თჳსსა აგარაკი. და დრტჳნვიდა იგი და ჴმობდა კარაულსა მას ზედა, ვითარმედ: ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე. და ჰრქუა მას ქალებ: რასა მთხოვ მე?

15და ჰრქუა მას ასქან, ასულმან თჳსმან: მეც ნურაჲ კურთხეულად, რამეთუ ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა. და მისცა მას ქალებ მსგავსად გულისა მისისა საჴსარი მაღალთა და საჴსარი მდაბალთაჲ

16და ძენი იობაბისნი კენეელისანი, სიმამრისა მოსესნი, აღმოვიდეს ქალაქთა მათთაგან ზღჳისკიდისათა ძეთა იუდაჲსთა უდაბნოდ, რომელ არს სამხრით იუდაჲსა შთასავალსა მას არადისასა. და მოვიდეს და დაემკჳდრნეს იგინი ერისა მის თანა.

17და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და მოსრა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო სეფეთს, და შეჩუენებულ-ყვეს იგი და მიწყჳდეს იგი. და უწოდეს სახელი ქალაქისა მის მოსრვაჲ.

18და დაიმკჳდრა იუდა აზეროჲ და საზღვარნი მისნი, და აკარონი და საზღვარნი მისნი, და აზოტე და გარვმო ნათესავი მისი.

19და იყო უფალი იუდას თანა. და დაიმკჳდრა მთაჲ იგი, რამეთუ ვერ შეუძლეს დამკჳდრებად მკჳდრთა მათ ბარისათა, რამეთუ, რექაბ შორის ბანუწვალა მათ და ეტლები რკინისა იყო მათი.

20და მისცეს ქალებს ქებრონი, ვითარცა ეტყოდა მოსე და დაიმკჳდრნეს მუნ სამნი იგი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი და აღჴოცნეს მიერ სამნი იგი ძენი ენაკისნი.

21და იებოსელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო იჱრუსალამს, არა დაიმკჳდრეს ძეთა ბენიამენისთა, და მკჳდრ იყო იებოსელი იგი ძეთა თანა ბენიამენისთა იჱრუსალიმს, ვიდრე აქა დღედმდე.

22და აღმოვიდვს ძენიცა იოსებისნი ბეთლემდ და უფალი იყო მათ თანა

23და დაიბანაკა სახლმან ისრაჱლისამან გარემო ბეთელსა, ხოლო სახელი ქალაქისა მის იყო პირველად ლუზა.

24და იხილეს ებგურთა მათ კაცი გამომავალი ქალაქით. და შეიპყრვს იგი და ჰრქუეს მას: გჳჩუენე ჩუენ შესავალი ქალაქისა ამის და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.

25და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისა მის, და მოსრეს ქალაქი იგი პირითა მახჳლისათა, ხოლო კაცი იგი და ნათესავი მისი გამოიყუანეს და განუტევეს.

26და წარვიდა კაცი იგი ქუეყანასა მას ქეთემისასა და აღაშენა მუნ ქალაქი. და უწოდა სახელი მისი ლუზა. ესე არს სახელი მისი დღენდელად დღედმდე.

27და არა დაიმკჳდრა მანასე ბეთშანი, რომელ არს სკჳთელთა ქალაქი, არცა ასულები მისი და არცა გარემო სათესავი მისი, არცა თანიქი და ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო მკჳდრნი მისნი და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებელნი ბალაკისანი და გარემო მკჳდრნი მისნი, და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებულნი მაგედოსანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი იებელამისანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი; და იწყო ქანანელმან დამკჳდრებად ქუეყანისა მის.

28და იყო, რაჟამს განძლიერდა ისრაჱლი და ყო ქანანელი იგი მოხარკე, ხოლო მოსრვით არა მოსრა იგი

29და ეფრემ არა აღჴოცა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო გაზერს შინა. და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა გაზერს შინა და იყო იგი მისი მოხარკე.

30და ზაბულონ არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედარისანი და დამკჳდრებულნი იგი ამონისანი: და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა. და იყო იგი მისსა მოხარკე.

31და ასერ არა აღჴოცნა დამკჳდრებელნი იგი აკქორისანი. და იყო იგი მისა მოხარკე და დამკჳდრებულნი დორისანი და მკჳდრნი იგი სიდონისანი, და დამკჳდრებულნი იგი დალაფისანი და აქაზიფისანი და ელბოჲსანი და აფეკისანი და რთობისანი.

32და დავმკჳდრა ასერ შორის ქანანელისა მის, რომელი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას, რამეთუ ვერ ეძლო წარწყმედად მისა.

33და ლეფთალიმ არა აღჴოცნა მკჳდრნი იგი ბეთსამისანი, არცა მკჳდრნი იგი ბენეთისანი, დაემკჳდრა ლეფთალიმს შორის ქანანელისა მის, რომელი-იგი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას. ხოლო მკჳდრნი იგი ბეთსამისანი და ბეთანათისანი იყვნეს მისა მოხარკე.

34და აჭირებდა ამორეველი იგი ძეთა დანისთა მთასა მას შინა, რამეთუ არა უტევებდა მათ შთასლვად ღელესა მას.

35და იწყო ამორეველმან მან დამკჳდრებად მთასა მას მურტოვანსა, სადა-იგი დათუნი და მელნი იყვნეს, მურტოვანსა მას და სალაბინს და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორეველისა მის ზედა და იყო იგი მათა მოხარკე

36და საზღვარნი ამორეველთანი ზემო კერძო აღსავალსა მას აკრიბინისასა კლდითგან უზეშთაეს იყო.


შემდეგი თავი