მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 10

1და აღდგა აბიმელექს შემდგომად ცხორებად ისრაჱლსა თოლა, ძე ფოლაჲსი, ძე მამისძმისა მისისა, კაცი ისაქარისაჲ და იგი მკუდრ იყო სამარიას მთასა მას ეფრემისსა.

2და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოცდასამ წელ და მოკუდა თოლა, ძე ფულაჲსი, და დაფლეს იგი სამარიას.

3და ამისა შემდგომდა აღდგა იარ გალაადელი და სჯიდა ისრაჱლსა ოცდაორ წელ.

4და ესხნეს მას ოცდათორმეტ ძენი, აღსხდებოდეს ოცდაათორმეტსა საჴედარსა. და ოცდაათორმეტი ქალაქი იყო მათი. და უწოდა მათ საყოფლები იარისი ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ-იგი არიან ქუეყანასა გულაადისასა.

5და მოკუდა იარ და დაეფლა იკამონსა.

6და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას.

7და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა უცხოთესლთასა და ჴელთა ძეთა ამონისთასა.

8და დაგლახაკნეს იგინი და დაამდაბლნეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ ყოველნივე, რომელნი იყუნეს წიაღ იორდანეს და ქუეყანასა ამორეველთასა და ბალაადისასა.

9და წიაღმოჴდეს ძენი ამონისნი იორდანესა ბრძოლად, იუდაჲსსა და ბენიამენისსა და სახლისა ეფრემისა, და სჭირდა ფრიად ძეთა ისრაჱლისათა.

10ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და თქუეს: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ უფალი ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურებდით ბაალსა.

11და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: ანუ არა ეგჳპტელნი და ამორეველნი.

12და ძენი ამონისნი, ამალეკი, და ქანანელნი გაჭირვებდეს და ჰღაღადყავთ ჩემდა მომართ და გიჴსენ თქუენ ჴელისაგან მათისა?

13და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმონებდით ღმერთთა უცხოთა, ამისთჳს არღარა შევსძინო ჴსნად თქუენდა.

14ვიდოდით და ღაღადებდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავისა თჳსისა და მათ გიჴსნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა.

15და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა უფალსა: ვცოდეთ, აწ მიყავ ჩუენ ყოვლისაებრ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა.

16და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი.

17და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა.

18და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა.


წინა თავი შემდეგი თავი