მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მსაჯულნი |
თავი 11 |
1და იეფთაელ გალაადელი იყო კაცი ძლიერი ძალითა, და ესე იყო ძე დედაკაცისა მეძჳსაჲ; და უშვა გალადს იეფთაე. 2და მერმე უშვნა ცოლმან გალადისმან მას ძეებ. და განორძინდეს ძენი იგი ცოლისა მისისანი და გამოაძეს იეფთა და ჰრქუეს მას: ვერ დაემკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ დედაკაცისა უცხოჲსა ძე ხარ შენ. 3და წარივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაეშენა ქუეყანასა ტობისასა. და შეკრბებოდეს იეფთაეს თანა კაცნი წრფელნი და იყოფოდეს მის თანა. 4და იყო, შემდგომად დღეთა მათ ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა და ვითარ-იგი ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა, 5წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისნი მოყვანებად იეფთაესა ქუეყანით ტობისაჲთ. 6და ჰრქუეს იეფთაეს: მოვედ და იქმენ ჩუენდა მთავარ და ვჰბრძოთ ძეთა ამონისთა. 7და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: თქუენ მომიძულეთ მე და გამომაძეთ მე სახლისაგან მამისა ჩემისა და წარმომგზავნეთ თქუენგან. და აწ მოსრულ ხართ ჩემდა, რაჟამსღა გჭირს? 8მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: ეგრე, არამედ წარმოსრულ ვართ შენდა, რათა წარმოხჳდე და ვჰბრძოდით ძეთა ამონისთა და იყავ შენ ჩუენდა მთავარ ყოველთა დამკჳდრებულთა გალაადისათა. 9და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: უკუეთუ მხადით მე თქუენ ბრძოლად ძეთა ამონისთა, და მომცნეს იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, ვიყო თქუენდა მთავარ. 10მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: უფალი იყავნ ჩუენ შორის, რომელსა-ესე ესმეს ჩუენი, ვითარმედ სიტყჳსა შენისაებრ ვყოთ. 11და მოვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისსა და დაადგინეს იგი ერსა ზედა მათსა მთავრად და წინამძღურად. და იტყოდა იეფთეა ყოველთავე ამათ სიტყუათა მისთა წინაშე უფლისა მასეფატს. 12და წარავლინნა იეფთაე მოციქულნი წინაშე მეფისა ძეთა ამონისთა და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, რამეთუ მოსრულ ხარ ბრძოლად ქუეყანასა ჩემისა? 13და ჰრქუა მეფემან ძეთა ამონისთამან მოციქულთა მათ იეფთაესთა: რაჲსათჳს მიმიღო მე ისრაჱლმან ქუეყანა ჩემი გამოსლვასა მას მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკდმდე, და იორდანედ? და კუალად მომაგე იგი მშჳდობით და წარვიდე შენგან. და შესძინა მერმე იეფთაე 14და მიავლინნა მოციქულნი მეფისა ძეთა ამონისთასა 15და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს იეფთაე: არა მოუღო ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ; 16აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ წარმოვიდა ისრაჱლი უდაბნოსა მას ვიდრე ზდუადმდე მეწამულად და მოიწია ვიდრე კადედმდე. 17და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი მეფესა ედომისა და ჰჱქუა, ვითარმედ: წარვიდე ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან მათი. და მერმე მეფესა მოაბისასა მიუვლინა და არავე ინება. 18და დადგა ისრაჱლი კადესა შინა და განვლო უდაბნოჲ იგი და არა გარემოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბიჱსაჲ. და მოვიდა მზისა აღმოსავალით კერძო და დაიბანაკა წიაღკერძო არონისა, და არა შევიდა საზღუართა მოაბისათა, რამეთუ არონი არს საზღუარი მოაბისაჲ. 19და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი სეონისა, მეფისა ამორეველთასა, მეფისა ესებონისა. და ჰრქუა მას ისრაჱლმან: წარვლო ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩემდა. 20და არა ინება სეონ წარსლვად ისრაჱლი საზღუართაგან მისთა შეკრიბა სეონ ყოველი ერი თჳსი და დაიბანაკა იასას და ჰბრძოდა ისრაჱლსა. 21და მოსცა უფალმან ღმერთმან სეონ და ყოველი ერი მისი ჴელსა ისრაჱლისსა და მოსრნეს იგინი და დაიმკჳდრა ისრაჱლმან ყოველი ქუეყანაჲ ამორეველთაჲ. 22რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას ქუეყანასა არონითგან ვიდრე იაბოკადმდე. 23და აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია? 24ანუ არა, რაოდენ დაგიმკჳდრა შენ ქამოს, ღმერთმან შენმან, იგი დაიმკჳდრო შენ? და ყოველი რომელი დაგჳმკჳდრა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა თქუენსა. იგი დავიმკჳდროთ ჩუენ. 25და აწ შენ უმჯობეს ხარა ბალაკისა, ძისა სეფორისსა, მეფისა მოაბისასა? ლალვით ნუ ჰლალვიდა ისრაჱლსა, ანუ ბრძოლით ნუ ჰბრძოდა მას? 26რაჟამს იყოფოდა ისრაჱლი იესებონს და ასულთა მისთა და ყოველსავე ქალაქებსა მისსა იორდანით კერძო სამას წელ, რაჲსათჳს არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა? 27ხოლო მე არარაჲ შეგცოდე შენ და შენ იქმ ჩემდა მომართ ბოროტსა, და მბრძავ მე. საჯენ უფალმან, რომელმან საჯოს დღეს შორის ძეთა ისრაჱლისათა და შორის ძეთა ამონისთა. 28და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამონისთამან სიტყუანი იგი იეფთაესნი, ვითარ-იგი მიუვლინა მას. 29და ილოცა იეფთაე ლთცვაჲ უფლისა მიმართ და თქუა: უკეთუ მოცემით მოსცნე ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა, 31და იყოს, ყოველივე, რომელი გამოვიდეს კართაგან სახლისა ჩემისათა შემთხუევად ჩემდა, მო-რა-ვიქცე მე მშჳდობით ძეთაგან ამონისთა, იყავნ იგი უფლისაჲ და შევწირო იგი მსხუერპლად მისსა. 32და წარვიდა იეფთაე ძეთა ამონისთა ბრძოლად მათა. და მოსცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა. 33და მოსრნა იგინი არონითგან ვიდრე მოსლვადმდე სემინნდ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოანისა წყლულებითა დიდითა ფრიად. და ჰრცხუენა ძეთა ამონისთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. 34და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული. 35და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად. 36სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა. 37და ჰრქუა მამასა თჳსსა: მიყავ მე სიტყჳსაებრ მის და მაცადე მე ორ თვე ოდენ და განვიდე მთად და ვტიროდი მე ქალწულებასა ჩემსა მოყუასთა ჩემთა თანა. 38ხოლო მან ჰრქუა მას: განვედ! და განვიდა იგი და მის თანა სხუანი ქალწულნი. და სტიროდა ქალწულებასა თჳსსა მთათა გარე. 39და იყო, შემდგომად აღსრულებისა ორთა თუეთაჲსა მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და აღასრულა მის ზედა აღთქუმაჲ იგი თჳსი იეფთაე, რიმელ-იგი აღუთქუა ღმერთსა, ხოლო მან არა იცოდა მამაკაცი და დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ბრძანებად ისრაჱლსა შორის. 40მიერ დღითგან მუნ დღედმდე მასვე ჟამსა შეკრბიან ასულნი ისრაჱლისანი გოდებად ასულისა იეფთაეს გალაადელისა ოთხ დღე წელიწადსა შინა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |