მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მსაჯულნი |
თავი 12 |
1და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა. 2ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა. 3და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა? 4და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა. 5და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი. 6და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი. 7და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს. 8და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი. 9და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ. 10და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს. 11და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ 12და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა. 13და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი. 14და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ. 15და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი ფარათონს, მთასა ამალეკისასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |