მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 13

1და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ.

2და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა.

3და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე.

4არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა სჭამ ყოველსავე არაწმიდასა.

5რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა.

6და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ, შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა მე.

7და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა.

8და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა, უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს!

9და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე, და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა.

10და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა.

11და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ.

12და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი?

13ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე, რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ.

14და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ.

15მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ.

16და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

17და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ!

18ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ.

19და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.

20და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.

21და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

22და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.

23და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ.

24და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი სამსონ და აკურთხა იგი უფალმა.

25და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა.


წინა თავი შემდეგი თავი