მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 15

1და იყო, შემდგომად დღეთა რავდენთამე დღეთა მკისა იფქლისათა მივიდა სამსონ ცოლისა თჳსისა და მიართუა მას თიკანი თხათაჲ და თქუა: შევიდე მე ცოლისა ჩემისა სასუენებელად.

2ხოლო მამამან მის დედაკაცისამან არა უტევა იგი შესლვად და ჰრქუა მას: მე ვჰგონებდ და ვთქუ, ვითარმედ სიძულილით მოიძულე იგი. და მივეც იგი მოყუასსა შენსა! აწ, ესერა, დაჲ მისი უმრწემესი უმჯობეს მისა არს, იგი იყავნ შენდა ცოლად მის წილ!

3და ჰრქუა მათ სამსონ: უბრალომცა ვარ მე ამიერითგან უცხოთესლთაგან, რამეთუ ყოფით ვყო მათ თანა ბოროტი!

4და წარვიდა სამსონ და შეიპყრა სამასი მელი და მოიღო ლამპრები, და შეუკრა კუდი კუდსა თანა და გამოაბა ლამპარი ერთი შორის ორთა კუდთა და შეკრა მაგრად.

5და აღუდვა ცეცხლი ლამპრებსა მას და განუტევნა იგინი შორის მჭელეულებსა მას უცხოთესლთასა. და მოწუა ჴუვილი ზჳნითგან ვიდრე უმკალადმდე და ვენაჴი და ზეთისხილი.

6და ჰრქუეს უცხოთესლთა მათ: ვინმე ქმნა საქმე ესე? და თქუეს: სამსონ, ძემან მანოელისმან, რამეთუ მოუღო ცოლი მისი, და მისცა მოყუასსა მისსა. და აღმოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაწუეს იგი და სახლი მამისა მისისა ცეცხლითა.

7და ჰრქუა მათ სამსონ: დაღათუ ჰყავთ ესე, არავე სათნო-მიჩნს მე, არამედ შურისგებაჲ ჩემისა კაცად-კაცადისაგან ვიძიო თქუენისა.

8და მოსრნა იგინი წყლვითა ბარკალსხჳლითა გუემითა დიდითა ფრიად და წარვიდა იგი და დაემკჳდრა ჴევსა მას ქუაბსა ეტამისასა.

9და აღმოვიდეს უცხოთესლნი და დაიბანაკეს იუდასა შორის და მოიწინეს ლექიდმდე.

10და ჰრქუა კაცმან იუდაჲსმან უცხოთესლთა მათ: რაჲსათჳს აღმოსრულ ხართ ჩუენდა? და თქუეს უცხოთესლთა მათ: შეპყრობად და შეკრვად სამსონისა აღმოსრულ ვართ, რათა უყოთ მას, ვითარცა იგი ჩუენ მიყო მან.

11და წარვიდეს სამათასნი კაცნი იუდაჲსაგანნი ჴურელსა მას კლდისა ეტამისასა. და ჰრქუეს სამსონს: არა უწყია, რამეთუ უცხოთესლნი უფლებენ ჩუენ ზედა? რაჲსათჳს მიყავ ჩუენ ესე? და ჰრქუა მათ სამსონ: ვითარცა-იგი მათ მიყუეს მე, ეგრეცა მე უყავ მათ.

12ხოლო მათ ჰრქუეს მას: შეკრვად შენდა მოსრულ ვართ და მიცემად ჴელსა უცხოთესლთასა! ხოლო სამსონ ჰრქუა მათ: მეფუცენით, რათა არა მომკლათ მე თქუენ! და მიმეცით ჴელთა მათთა, ნუუკუე თქუენ მემთხჳნეთ მე.

13და ეფუცნეს მას და ჰრქუეს: არა! არამედ შე-ხოლო-გკრათ შენ და მიგცეთ ჴელთა მათთა, ხოლო სიკუდილითა არა მოგკლათ შენ! და შეკრეს იგი ორითა საბლითა ახლითა მანქანისათა და წარიყვანეს იგი კლდისა მისგან ეტამისა.

14და მოვიდა იგი ვიდრე ადგიდმდე მის ღაწჳსა, ხოლო უცხოთესლთა მათ აღიზახეს და მოიმართეს შეპყრობად მისა, და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან. და იქმნნეს საბელნი იგი მანქანისანი მკლავთა შინა მისთა, ვითარცა ნაძეძი, რაჟამს ეცის ცეცხლი, ეგრეთ დადნეს საკრველნი იგი მკლავთაგან მისთა.

15და პოვა ღაწჳ ვირისა მდებარე, მიყო ჴელი მისი და მოიღო იგი და მოსრა მით ათასი კაცი.

16და თქუა სამსონ: ღაწვითა ვირისაჲთა აღჴოცით აღვჴოცნე იგინი, რამეთუ ღაწჳთა ვირისაჲთა მოვსარ ათასი კაცი.

17და იყო, რაჟამს აღასრულნა სიტყუანი ესე, დააგდო ღაწჳ იგი ჴელისაგან მისისა და უწოდა აღგილსა მას მუსრვაჲ ღაწჳთა.

18და შეეწყურა, მას ფრიად, და ღაღად-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენ წარუმართე ჴელსა მონისა შენისასა ცხოვრებაჲ ესე დიდი; და აწ, ესერა, მოვკუდები წყურილითა, დავვარდი მე ჴელთა წინადაუცუეთელთასა?

19და განაღო ღმერთმან წყლული იგი ღაწჳსაჲ მის და გამოეცა მისგან წყალი, და სუა და მოიქცია სული თჳსი და განისუენა. ამისთჳს ერქუა სახვლი მისი წყაროჲ წოდებული ღაწჳსაჲ ვიდრე აქა დღედმდე.

20და შჯიდა ისრაჱლსა სამსონ დღეთა მათ უცხოთესლთასა ოც წელ.


წინა თავი შემდეგი თავი