მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 16

1და წარვიდა სამსონ გაზად და იხილა მუნ დედაკაცი მეძავი და მივიდა მისა.

2და უთხრეს გაზელთა და ჰრქუეს, ვითარმედ მოსრულ არს სამსონ აქა! და გარემოადგეს და უმზირდეს მას ღამე ყოელ ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და დადუმნეს ღამე ყოელ და თქუეს: ვიდრე განთენებადმდე ხვალისა ვჰგებდეთ, მოვკლათ იგი.

3და დაიძინა სამსონ ვიდრე შუაღამეს ოდენ. და შებმა-უყო, კართა მის ქალაქისათა და აღიხუნა იგინი წყირთხლითურთ და მოქლონით, და დაისხნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა და აღიხუნა იგი თხემსა ზედა მის მთისასა, რომელ არს წინაშე ქებრონსა.

4და იყო ამისა შემდგომად, და შეიყუარა სამსონ დედაკაცი იგი ჴელსა მას სორექისასა, რომელსა სახელი ერქუა დალილა.

5და აღვიდეს მისა მთავარნი იგი უცხოთესლთანი და ჰრქუეს ცოლსა მას სამსონისსა: შეაცთუნე იგი და იხილე, თუ რაჲსაგან არს ძალი იგი მისი დიდი, რათა შეუძლოთ ჩუენ შეპყრობაჲ იგი მისი, და შევკრათ და დავამდაბლოთ იგი და ჩვენ მიგცეთ შენ კაცად-კაცადმან ათას-ათასი ვეცხლი.

6და მიერითგან იწყო დალილა სიტყუად სამსონისა და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲთა არს ძალი ეგე შენი დიდი და რაჲთა შეიკრა და დამსდაბლდე?

7მიუგო სამსონ და ჰრქჱუა მას: უკუეთუ შემკრა მე შვიდითა ძარღჳთა ნედლითა, რომელი არღა განრყუნილ იყოს, მაშინ მოუძლურდე მე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

8და მოართუეს მას მთავართა მათ უცხოთესლთა შჳდი ძარღჳ ნედლი, რომელი არა განრყუნილ იყო. და შეკრა იგი მით და მზირნი.

9იგი სხდეს სენაკსა შინა. და ჰრქუა მას დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა და განხეთქნა ძარღუნი იგი, ვითარცა განწყდეს მკედი, რაჟამს ეცის სული ცეცხლისაჲ და ვერ საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.

10და ჰრქუა დალილა სამსონს: აჰა ესერა, შეურაცხ-მყავ, მეტყოდე მე ტყუვილით, აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ!

11და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ შემკრან მე საბლითა ახლითა მანქანისათა. რომლითა არა ქმნილ იყოს საქმე, მოუძლურდე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

12და მოიღო დალილა საბელი მანქანისაჲ ახალი და შეკრა იგი მით და ჰრქუა მას: უცხოთესლნი შენ ზედა სამსონ! და მზირნი იგი სხდეს დამალულნი სენაკსა შინა. და აღდგა სამსონ და განხეთქნა იგინი მკლავითგან მისთა, ვითარცა მკედი.

13და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

14და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.

15და ჰრქუა მას დალილა: ვითარ სთქუ, ვითარმედ შეგიყუარე შენ და გული შენი არა არს ჩემ თანა. ესე სამგზის შეურაცხ-მყავ მე და არა მითხარ მე, რაჲსაგან არს ძალი ესე შენი დიდი.

16და იყო რაჟამს მოაშრო იგი სიტყჳთა მისითა ღამე ყოელ და შეაურვა მას, და სულმოკლე იქმნა იგი ვიდრე სიკუდიდმდე.

17და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.

18და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.

19და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.

20და ჰრქუა დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და განიღჳძა ძილისა თჳსისაგან სამსონ და თქუა: განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ! და მან არა უწყოდა, რამეთუ განეშორა მისგან ძალი მისი.

21და შეიპყრეს იგი უცხოთესლთა მათ და აღმოჰჴადნეს თუალნი მისნი და წარიყვანეს იგი გაზად და შეკრეს იგი ბორკილითა რვალისაჲთა, და ფქჳდა იგი სახლსა შინა საპყრობილისასა.

22და ვითარცა იწყო თმამან თავისა მისისამან აღმოსლვად, რომელ-იგი დაეყჳნა;

23და შეკრბეს მთავარნი უცხოთესლთანი შეწირვად მსხუერპლისა დიდისა დაგონის ღმრთისა მათისა, და იხარებდეს და თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა სამსონ, მტერი ჩუენი.

24და იხილა იგი ერმან მან და აქებდეს ღმერთთა, რამეთუ თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან მტერი ჩუენი ჴელთა ჩუენთა, რომელი მოაოჴრებდა და ქუეყანასა ჩუენსა, რომელმან განამრავლნა წყლულებანი ჩუენნი.

25და იყო, რაჟამს განმხიარულდა გული მათი ღჳნითა, თქუეს: მოუწოდეთ სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მოუწოდეს სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და ემღერდეს და დაადგინეს იგი შორის ორთა მათ სუეტთა.

26და ჰრქუა სამსონ ჭაბუკსა მას, რომელსა ეპყრა ჴელი მისი: განმიტევე და შევახო ჴელი ჩემი სუეტთა ამათ, რომელთა ზედა სახლი ესე დამტკიცებულ არს, და უკუნვეყრდნა მათ!

27ხოლო ტაძარი იგი სავსე იყო მამებითა და დედებითა და მუნ იყუნეს ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი. და ერდოსა ზედა დგა ვითარ სამ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი, და ხედჳდეს და ემღერდეს იგინი სამსონს.

28და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.

29და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.

30და თქუა სამსონ: მოკუედინ თავი ჩემი უცხოთესლთა ამათ თანა! მოზიდა ძალითა და დაეცა ტაძარი იგი მთავართა მათ ზედა უცხოთესლთასა და ყოველსავე მას ერსა, რომელნი იყვნეს მას შინა. და იყვნეს მომწყდარი იგი, რომელნი მოსრნა სამსონ სიკუდილსა უფროს, რომელნი მოსრნა ცხორებასა მისსა.

31და შთავიდეს ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისაჲ და წარმოიღეს იგი და დაფლეს შორის სარასა და შორის ერთაულსა საფლავსა მის თანა მანუესა, მამისა თჳსისა. და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.


წინა თავი შემდეგი თავი