მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 17

1და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.

2და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს, მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ!

3და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი დედასა თჳსსა.

4და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა მიქაჲსსა.

5და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა მღდელად.

6მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა.

7და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ.

8და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა.

9და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.

10და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი.

11და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.

12და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა.

13და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე.

14მღდელ. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის.


წინა თავი შემდეგი თავი