მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 18

1და დღეთა მათ ოდენ ტომი დანისი ეძიებდა სამკჳდრებელსა თავისა თჳსისასა დამკჳდრებად, რამეთუ არღა ეცა მათ ნაწილი ვიდრე მოდღენდელად დღედმდე შორის ძეთა ისრაჱლისათა.

2და წარავლინეს ძეთა დანისთა გუნდისაგან მათისა ხუთნი კაცნი ძენი ძლიერებისანი სასარაჲთ და ესთაულით განმსტურობად ქუეყანისა და ძიებად მისა. და ჰრქუეს მათ: წარვედით და იძიეთ ქუეყანაჲ! და მიიწინეს მთასა ეფრემისსა ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა და დაადგრეს მუნ.

3და ვითარ იყვნეს იგინი სახლსა შინა მიქაჲსსა, იცნეს მათ ჴმაჲ იგი ყრმისა მის ლევიტელისაჲ, და მიაქციეს მუნ და ჰრქუეს: ვინ მოგიყვანა შენ აქა? და შენ რასა ზამ და რაჲ ძეს შენი აქა?

4და ჰრქუა მათ: ესრე და ესრეთ მიყო მიქა და სასყიდლით დამიდგინა მე და ვიქმენ მისა მღდელად.

5ხოლო მათ ჰრქუეს მას: გჳკითხეღა ჩუენ ღმერთისა მიერ და ვცნათ, უკუეთუ წარგუემართოს ჩუენ გზაჲ იგი ჩუენი, რომელსა მივალთ ჩუენ მუნ!

6და ჰრქუა მათ მღდელმან მან: წარვედით მშჳდობით, რამეთუ წინაშე უფლისა არს გზაჲ თქუენი, რომელსა მიხუალთ თქუენ მუნ.

7და წარვიდეს ხუთნი იგი კაცნი და მიიწინეს ვიდრე ლესადმდე. და იხილეს ერი იგი დამკჳდრებული მას ზედა და მსხდომარე სასოებით მსგავსად წესისა მის სიდონელთაჲსა დაყუდებულად გულდებულად, და ვერ შემძლებელ იყუნეს თხრობად ვისამე სიტყჳსა, რამეთუ. შორს იყუნეს სიდონისაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ ასურეთისა თანა.

8და მოვიდეს ხუთნი ესე კაცნი ძმათა მათთა სარაად და ესთაოლდ. და ჰრქუეს ძმათა მათთა: რაჲსათჳს სდუმთ თქუენ და სხედთ?

9აღდეგით და აღხჳდეთ მათ ზედა და რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ქუეყანაჲ იგი და იგი კეთილ არს ფრიად. და თქუენ სდუმთ და სხედთ, ნუ გცონის მისლვად და შესლვად. ქუეყანასა მას და დამკჳდრებად მისა.

10და რაჟამს მიხჳდეთ თქუენ, მიუჴდეთ ერსა, რომელი სასოებით სხდეს, და ქუეყანაჲ იგი ფართო არს ფრიად, რამეთუ მოგცა იგი უფალმან ჴელთა თქუენთა ადგილი ეგე, რომლისა ნაკლულევანებაჲ არა არს მუნ ყოვლისავე კეთილისაჲ, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ზედა.

11და წარმოიძრნეს მიერ ნათესავისაგან ტომისა დანისნი სარაჲთ და ესთუალთ ექუსასნი კაცნი შეჭურვილნი ჭურჭლითა საბრძოლისაჲთა.

12და აღმოვიდეს და დაიბანაკეს კარიათიარიმს, ქუეყანასა იუდაჲსა, ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილისაჲ მის საბანაკოჲ დანისი ვიდრე აქა დღედმდე, რომელ-იგი არს ზურგით კერძო კარიათიარიმსა.

13და წარვიდეს მიერ ვიდრე მთადმდე ეფრემისა.

14და მიიწინეს ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა. და მიუგეს და ჰრქუეს ხუთთა მათ კაცთა, რომელნი წარსულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და უთხრეს ძმათა მათთა: უკუეთუ უწყით, რამეთუ არს სახლთა ამათ შინა ევფუდი და თერაფინი და გამოქანდაკებული და შებერული? და აწ განიზრახეთ, რაჲ ვყოთ!

15და მიაქციეს მუნ და შევიდეს სახლსა მას ყრმისა მის ლევიტელისა სავანედ მიქაჲსა და მოიკითხეს იგი მშჳდობით.

16და ექუსასნი იგი კაცნი ჭურვილნი საჭურველითა საბრძოლისა მათისაჲთა დგეს ბჭეთა ზედა სახლისა მისისაჲთა ძეთაგან დანისთა.

17და აღვიდეს ხუთნი იგი კაცნი, რომელნი წარსრულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და შევიდეს მუნ და გამოიღეს ევფუდი იგი და თერაფინი და კერპი იგი გამობერული. და მღდელი დგა წინაშე კართა ზედა მის ბჭისათა და ექუსასნი კაცნი, რომელთა ემოსა საჭურველი ბრძოლისაჲ.

18და ესენი შესრულ იყუნეს სახლსა მიქაჲსსა და გამოიღეს კერპი იგი და ევფუდი და თერაფინი და გამობერული იგი. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: რად ეგრე, ანუ რაჲსა ეგრე ჰზამთ?

19ხოლო მათ ჰრქუეს: დუმენ და დაიდევ ჴელი პირსა შენსა და მოვედ შენ ჩუენ თანა, და მექმენ ჩუენ მამა და მღდელ! ესე ნუ უმჯობეს არსა შენდა მღდელობაჲ სახლისა კაცისა ერთისაჲ, ანუ მღდელობაჲ ტომისა თავადისაჲ და ნათესავისა ერისა ისრაჱლსა შორის?

20და განმხიარულდა გული მღდელისაჲ მის და მოიღო ევფუდი იგი და თერაფინი და გამოქანდაკებული იგი და გამობერული, და შევიდა იგი შორის ერისა მის.

21და მიაქციეს და წარვიდეს და დასცეს ყოვლად სახლი იგი და მონაგები მისი დიდებული, რომელი იყო წინაშე მათსა.

22და იგინი ვითარ გან-ოდენ-ეშორნეს სახლსა მას მიქაჲსა, ღაღადებდეს და ეწეოდეს ძეთა დანისთა.

23და მოიქცინეს ძეთა დანისთა პირნი მათნი, და დადგეს

24და ჰრქუეს მიქას: რაჲ ჰყავ შენ, რამეთუ ჰღაღადებ? და ჰრქუა მათ მიქა: რამეთუ ღმერთნი ჩემნი, რომელ ვიქმნენ თავისა ჩემისად, წარიხუენათ და მღდელი იგი წარიყუანეთ, და წარხუალთ და ჩემდა რაჲღა აწ? და მეტყჳ მე, რაჲსა ჰღაღადებ?

25და ჰრქუეს მას ძეთა დანისთა: ნუღარა ისმის ჴმაჲ შენი, ნუუკუე გემთხჳნენ თქუენ კაცნი ტკივნეულნი გულითა და დართო თავი შენი და თავი სახლისა შენისაჲ.

26და წარვიდეს ძენი დანისნი გზასა თჳსსა და ვითარცა იხილა მიქა, რამეთუ უძლიერეს არიან მისა, და მოიქცა იგი სახიდ თჳსა.

27და მათ წარიღეს, რავდენ-რაჲ ექმნა მიქას, და მღდელი იგი მისი და მივიდეს იგინი ლესად ერსა ზედა დაყუდებულსა და მსხდომარესა სასოებით. და მოსრეს იგი პირითა მაჱჳლისაჲთა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.

28და არა ვინ იყო მათა განმარინებელ, რამეთუ შორს იყუნეს სიდონელთაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ კაცისა ვის თანამე. და ესე იყო ღელესა მას შიდა სახლისა ჰროობისსა და აღაშენეს ქალიქი იგი და დაემკჳდრნეს მას შინა.

29და უწოდეს სახელი ქალიქისა მის დანისი მსგავსად სახელისა მის დანისი, მამისა მათისა, რომელი-იგი იქმნა ისრაჱლისად და იყო პირველ სახელი ქალაქისაჲ მის ლეს.

30და აღმართეს თავისა თჳსისა ძეთა დანისთა გამოქანდაკებული იგი მათი. და იონათან და ძენი მისნი იყუნეს მღდელ ტომისა მის დანისა ვიდრე წარტყუენადმდე ქალაქისა და აღჰმართეს და დააწესეს თავსა მათისა გამოქანდაკებული იგი მიქაჲსა, რომელი-გი ექმნა მას ყოველთა, რავდენთა იყო ტაძარი იგი ღმრთისაჲ სელომს.


წინა თავი შემდეგი თავი