მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 3

1და ესე ნათესავნი დაუტევნა უფალმან, რათა გამოცადნეს მათგან ძენი ისრაჱლისანი, ყოველნივე იგი, რომელთა არა იცნოდეს ბრძოლანი ქანანელთანი.

2ნათესავისა მისთჳს, ძეთა ისრაჱლისათა, რათა ასწაონ მათ ბრძოლაჲ. ხოლო უწინარესთა მათთა არავე იცნოდეს ესენი.

3ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.

4და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.

5და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა.

6და მოიყვანნეს ასულნი მათნი თავისა თჳსისა ცოლად და ასულნი მათნი მისცნეს ძეთა მათთა, და ჰმსახურებდეს ღმერთთა მათთა.

7და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებდეს ბაალსა და სერტყებსა.

8და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ქუსარსათემისასა, მეფისა ასურეთისასა, და ჰმონებდეს მათ რვა წელ.

9და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ. და აღუდგინა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და იჴსნნა იგინი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძისა ქალებისმან უმრწემესისამან.

10და ისმინა მათი უფალმან. და შჯიდა იგი ისრაჱლსა და განვიდა ბრძოლად ქუსარსათემისა; და მოსცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათემ, მეფე ასურეთისაჲ. და განმტკიცნა ჴელი მისი ქუსარსათემის ზედა.

11და დამშჳდნა ქუეყანა ორმეოც წელ. და მოკუდა გოთონიელ, ძე კენეზისი.

12და შესძინნეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაჱლსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა.

13და შეიკრიბნა მან ყოველნი ძენი ამასისნი და ამალეკი, და მოვიდა და მოსრა ისრაჱლი, და მოვიდა და დაიმკჳდრა ქალაქები იგი დანაკისკუდოვანთაჲ.

14და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი ეგლომს, მეფესა მოაბისასა, ათურამეტ წელ.

15და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მჴსნელად აოდ, ძე გერაჲსი. ძისა იემენელისაჲ, კაცი ორითავე ჴელითა მარჯუენე. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მისითა ძღუენი ეგლომს, მეფესა მოაბისასა.

16და იქმნა აოდ თავისა თჳსისა მახჳლი ორპირი, სიგრძე ყო მტკაველ ერთ და შეიბა იგი ბარკალთა ქუეშე ბარკლისა მარჯუენისა მისისასა და წარვიდა.

17და მიართუა ძღუენი იგი ეგლომს, მეფესა მოაბისასა. და ეგლომ იყო კაცი სასტიკი ფრიად.

18და ვითარცა აღასრულა აოდ შეწირვად ძღუენი იგი, და წარავლინნა კაცნი იგი, რომელთა აქუნდა ძღუენი იგი.

19და ეგლომ გამო-ოდენ-სრულ იყო კერპთა მისთაგან გალგალის თანა და ჰრქუა აოდ ეგლომს: სიტყუაჲ მიჴმს ფარულად შენდამი, მეფე. და ჰრქუა ეგლომ: დადუმენ! და გამოვიდეს წინაშემდგომელნი იგი მისგან.

20და იგი ჯდა ქორსა მას საზაფხულოსა მარტო. და ჰრქუა აოდ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ მიჴმს მე რქუმად შენდა, მეფე, და აღდგა ეგლომ საყდრისაგან თჳსისა.

21და მოვიდა მახლობელ მისა. და იყო, ვითარცა ა-ოდენ-დგა იგი, მიყო აოდ ჴელი მარცხენე მისი, და აღმოიჴადა მახჳლი იგი ორპირი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა, და სცა მუცელსა ეგლომისსა.

22და შთააგდო ტარიცა შემდგომად მახჳლისა. და დაყო პოზანმან პირი მისი და არა გამოჴადა მახჳლი იგი მუცელსა მისსა.

23და გამოვიდა კარსესა და გამოვლნა განწესებულნი იგი. და დაჰჴშნა კარნი ქორისანი მის მის ზედა და დამშჭუალნა, და აოდ გამო-ოდენ-ვიდა.

24და შევიდეს მონანი მისნი და იხილეს და კარნი მის ქორისანი დაჴშულ იყვნეს, და თქუეს: ნუუკუე საჯდომელთა ჯდეს განშორებულად სასუენებელსა მისსა?

25და ელოდეს და ეშინოდა რეკად კარისა და, აჰა ესერა, არა ვინ იყო, რომელმანცა განახუნა კარნი მის ქორისანი და მოიღეს კლიტე. და განაღეს კარნი მის ქორისანი და იხილეს და უფალი მათი იდვა ქუეყანასა ზედა მკუდარი.

26და აოდ განერა და შევარდა ტიროთად, ვიდრე იგინი შფოთსაღა შინა იყვნეს. და არავინ იყო, რომელმანცა გულისხმა-ყო მისთჳს. და იგი თანაწარჰჴდა გამოქანდაკებულთა მათ, და განერა და შევარდა ტიროთად.

27და იყო, რაჟამს მოვიდა აოდ ქუეყანასა ისრაჱლისასა, და დაჰბერეს ნესტუსა მთასა მას ეფრემისასა. და შეკრბეს მის თანა ძენი ისრაჱლისანი და იგი წინაშე მათსა.

28და ჰრქუა მათ აოდ: მოდით ჩემ თანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან მტერნი თქუენნი მოაბელნი ჴელთა თქუენთა. და მივიდეს მის თანა და დაიპყრეს წიაღსავალი იგი იორდანისაჲ, რომელ არს მოაბელთა, და არა უტევეს კაცი წიაღსლვად.

29და მოსრეს მოაბელთაგანი მას დღესა შინა ათი ათასი კაცი ყოველნივე მბრძოლნი მათ შორის და ყოველი კაცი ძლიერი. და არავინ განერა ერთიცა მათგანი.

30და იძლია მოაბი მას დღესა შინა ჴელსა ქუეშე ისრაჱლისასა; და დამშჳდნა ქუეყანა ოთხმეოც წელ. და შჯიდა აოდ ვიღრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.

31და ამისა შემდგომად აღდგა სემეგარ, ძე ამათისი, და მოსრნა უცხოთესლნი ექუსასნი კაცი ერქუნითა საჴნველისა ჴართათა. და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა.


წინა თავი შემდეგი თავი