მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მსაჯულნი |
თავი 5 |
1და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს, 2ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა, გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა. 3და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა. 4უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი ცროდეს წყალთა. 5და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა. 6დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა. 7მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა. 8შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა. 9გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი ერისანი, აკურთხევდით უფალსა. 10რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა. 11შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა. 12აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო. 13მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა. 14ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა. 15და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა, ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა. დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი. 16რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი, 17გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა დაემკჳდროს. 18ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს. 19მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე. 20ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა. 21ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა, ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან, 22მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი. 23სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა, რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის. 24იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ, დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ. 25წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და მოართუა მას ერბოჲ. 26ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა. 27შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი. 28სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა ეტლთა მისთასა? 29ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით. 30არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ. 31ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |