მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მსაჯულნი |
თავი 8 |
1ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად. 2და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი? 3რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა. 4და მოვიდა გედეონ იორდანედ და წიაღჴდა იგი და სამასნი იგი კაცნი მის თანა სულშემოკლებულნი და მშიერნი. 5და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ სოქოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ჩემსა, რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ჰშის. და მე ვსდევნი ზეებს და სალმანას, მეფეთა მადიამისათა. 6და ჰრქუეს მას მთავართა მათ სოქოთისათა: აწ ნუ თავი ზებესი და სალმანასი ჴელსა შენსა არს? და ვსცეთ ერსა შენსა პური. 7და ჰრქუა გედეონ: არა ეგრე, არამედ რაჟამს მომცნეს უფალმან ზებეე და სალმა ჴელთა ჩემთა, მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავითა. 8და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი. 9და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე. 10და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი. 11და აღვიდა გედეონ გზასა მას დამკჳდრებულთა კარვებისათა მზისაღმოსავალით ნაბაისა და წინაშე ნაბესა და დაესხა ბანაკსა მას და მოსრა იგი, ხოლო ბანაკი იგი მათი უზრუნველ იყო მიერითგან, და მეყსეულად დაესხნეს იგინი 12და ევლტოდეს ზებეე და სალმანა, და დევნა-უყო გედეონ, და შეიპყრნა ორნი იგი მეფენი მადიამისანი, ზვბეე და სალმანა და ყოველი ბანაკი მათი განიბნია. 13და მოიქცა გედეონ. ძე იოასისი, ბრძოლისა მისგან [აღ]მართსა მას თანა არერისასა. 14და შეიპყრა ყრმაჲ ერთი კაცთაგან სოქოთისათა და ჰკითხა მას სახელები კაცთა სოქოთისათა და აღწერნა გედეონ მიავარნი და მოხუცებულნი იგი სოქოთისანი სამეოცდათჩჳდმეტნი კაცნი. 15და მოვიდა გედეონ მთავართა მათ ზედა სოქოთისათა და ჰრქუა მათ: აჰა, ზებეე და სალმანა ჴელთა ჩემთა არიან, რომელთათჳს მაყუედრეთ მე და სთქუთ: ნუ თავი ზებეესი და სალმანასი ჴელთა შენთა არიან? და ვსცეთ ერსა შენსა პური მაშინ. 16შეიპყრნა გედეონ მთავარნი იგი და მოხუცებულნი ქალაქისანი, და მოიღო ეკალი და კუროჲსთავი და ტანჯნა იგინი მით, კაცნი იგი სოქოთისანი. 17და გოდოლი იგი ფანოველისაჲ დაარღჳა და კაცნი იგი მის ქალაქისანი მოწყჳდნა. 18და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: ვირე. ადგენით კაცნი იგი, რომელ მოსწყჳდენით ბათორს შინა? და ჰრქუეს მას: ვითარცა-ეგე შენ, ეგრეცა იგინი იყვნეს მსგავს და შენ მსგავს მათა ხარ, ხატნი მათნი ეგრე იყვნეს, ვითარცა ძენი მეფეთანი. 19და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ. 20და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო. 21და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა. 22ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა. 23და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ. 24და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს. 25და ჰრქუეს მათ: მიცემით მიგცეთ და განიპყრნა გედეონ სამოსელნი თჳსნი და შთაუგდებდა კაცად-კაცადი მუნ საყურსა ოქროჲსასა ნატყუენავისა მისგან. 26და იყო სასწორი საყურებისაჲ მის ოქროჲსა, რომელ ითხოვა მათგან ათას და შჳდას სასწორ, თჳნიერ მანიაკებისა მის და მძივისა და სამოსლისა ძოწეულისა. და რაჲ-იგი იყო მეფეთა მათ მადიამისათაჲ, გარნა ფარიელებისა მის, რომელ-იგი იყო ყელსა აქლემებსა მათსა. 27და შექმნა იგი გედეონ ევფუთად და დადგა იგი ქალაქსა თჳსსა ეფრაას, და მიიქცა ყოველი ისრაჱლი მსახურებად მუნ და ექმნა იგი გედეონს სახლსა მისსა საცთურ დიდ. 28და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. და ვერღარა შესძინეს აღებად თავისა მათისა. და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა. 29და წარვიდა იერობოალ, ძე იოასისი, ესე თავადი არს გედეონ, და დაემკჳდრა სახლსა თჳსსა. 30და გედეონისნი იყუნეს ძენი სამეოცდაათ, რომელნი გამოსრულ იყუნეს წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალნი ესხნეს მას. 31და ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ. 32და მოკუდა გედეონ, ძე იოასისი, სიბერითა კეთილითა და დაეფლა საფლავსა იოასისსა მამისა თჳსისასა ეფრაას, მამისა ეზრისსა. 33და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონ, გარდაიქცეს ძენი ისრაჱლისანი, და ისიძვიდეს კუალსა ბაალიმისსა და დაიდვეს თავისა თჳსისა ბალბერეთის თანა აღთქმაჲ, რათა იყოს იგი მათდა ღმერთად. 34და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაჱლისათა უფალი ღმერთი მათი, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა გარემოჲს. 35და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა იერობოალისსა, ესე იგი არს გედეონ ყოვლისა მისებრ, რომელ ყო კეთილი ისრაჱლსა თანა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |