მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 9

1და წარვიდა აბიმელექ, ძე იერობოალისი, ძმათა თანა დედისა მისისათა, და ეტყოდა მათ და ყოველსა ნათესავსა სახლისა მამის-დედისა მისისათა და ჰრქუა მათ.

2ეტყოდეთ თქუენ ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა! რომელი უმჯობეს არს თქუენდა, რათა გმთავრობდენ თქუენ სამეოცდაათნი კაცნი ყოველნი ძენი იერობოალისნი, ანუ რათა უფლებდეს თქუენ ზედა კაცი ერთი? და მოიჴსენეთ, რამეთუ ჴორცი თქუენი ვარ, და ძუალი ძუალთა თქუენთაგანი.

3და ეტყოდეს მისთჳს ძმანი დედისა მისისანი ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა ყოველთავე ამათ სიტყუათა. და მოაქციეს გული მათი შემდგომად აბიმელექისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძმაჲ ჩუენი არს!

4და მისცეს მას სამეოცდაათი სასწორი ვეცხლისაჲ სახლისაგან ბაალბერეთით აღთქმისა და მოინადნა მით აბიმელექ კაცნი უკეთურნი და განკრთომილნი და შეუდგეს მას.

5და მოვიდეს სახლსა მამისა თჳსისასა ეფრაად და მოსრნა ძმანი თჳსნი ძენი იერობოალისნი, სამეოცდაათნი კაცნი ერთითა ლოდითა და დაშთა იოათარ, ძე იერობოალისი, უმწემესი ივლტოდა და დაემალა.

6და შეკრბეს ყოველნი კაცნი სიკიმელნი და ყოველი სახლი მაალოაჲსი. და მოვიდეს და მეფე-ყვეს აბიმელექ მუხასა მას თანა, რომელი-იგი იყო სიკიმას.

7და აგრძნა ესე იუათარ. და წარვიდა და დადგა იგი თხემსა მას ზედა მთისა გარიზინისასა. და აღიღო ჴმაჲ თჳსი, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ისმინეთ ჩემი კაცთა სიკიმისათა, და ისმინოს თქუენი ღმერთმან!

8და თქუა: წარსლვით წარვიდეს ხენი მაღნარისანი ცხებად თავისა თჳსისა მეფესა.

9და ჰრქუეს ზეთისხილსა: მეფობდ ჩუენ ზედა! და ჰრქუა მათ ზეთისხილმან: აწ და-მე-უტეო სიპოხე ჩემი, რომელ ადიდა ჩემ თანა ღმერთმან და კაცთა, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

10და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ლეღუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

11და ჰრქუა მათ ლეღუმან: და აწ და-მე-უტეო სიტკბოებაჲ ჩემი და ნაყოფი ჩემი კეთილი, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

12და ჰრქუეს ხეთა მათ ვენაჴსა: მოვედ, მეფობდ შენ ჩუენ ზედა.

13და ჰრქუა მათ ვენაჴმან: აწ და-მე-უტეოა ღჳნოჲ ჩემი, სიხარული კაცთაჲ, მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

14და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ძეძუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

15და ჰრქუა ძეძუმან ხეთა მათ: უკუეთუ ჭვშმარიტად მცხებთ მე თქუენ ზედა მეფედ, მოვედით და მესევდით საფარველსა ჩემსა ქუეშე. და აწ უკუეთუ ეგრე არს, გამოვედინ ცეცხლი ძეძჳსა მისგან და შეჭამენინ ნაძუნი ლიბანისანი.

16და თუ ჭეშმარიტად და სრულითა გულითა ჰქმენით თქუენ და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, და ვითარცა-იგი ჰყავთ იერობოალის თანა, და უკუეთუ მსგავსად მოგებისა მის ჴელისა მისისა მოაგეთ მათ.

17ვითარ-იგი ჰბრძოდა მამაჲ ჩემი თქუენთჳს, და დადვა სული მისი წინაშე მის და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მადიამისა.

18და თქუენ აღსდეგით სახლსა ზედა მამისა ჩემისასა დღეს და მოსრენით ძენი მისნი სამეოცდაათნი კაცნი ლოდითა ერთითა და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, ძე მჴევლისა მისისაჲ, კაცთა ზედა სიკიმელთა, რამეთუ ძმაჲ თქუენი არს.

19და უკუეთუ ჭეშმარიტად სრულითა გულითა ჰყავთ იერობოალის თანა და სახლისა მისისა თანა ამას დღესა, იხარეთ აბიმელექის თანა და იხარენ აბიმელექ თქუენდა მიმართ.

20უკუეთუ არა, გამოვედინ ცეცხლი აბიმელექისგან და შეგჭამენინ კაცნი სიკიმაისანი და სახლი მაალოჲსი, და გამოვედინ ცეცხლი კაცთაგან სიკიმაჲსათა და სახლისაგან მაალოჲსა და შეჭამენ აბიმელექ.

21და წარვიდა და ივლტოდა იოათარ და მივიდა იგი ბეჰრად და იყოფოდა მუნ პირისაგან აბიმელექისა, ძმისა თჳსისა.

22და მთავრობდა აბიმელექ ისრაჱლსა ზედა სამ წელ.

23და მოუვლინა ღმერთმან სული უკეთური შორის აბიმელექისა და. შორის კაცთა მათ სიკიმისათა. და შეურაცხ-ყვეს კაცთა მათ სიკიმელთა სახლისა მიმართ აბიმელექისა.

24რათა მოაწიოს უფალმან სიცრუვისა მისთჳს მისისა სამეოცდათთა მათთჳს ძეთა იერობოალისთა და სისხლი იგი მათი დაკრებად აბიმელექის ზედა, ძმისა მათისა, რამეთუ მოსრნა იგინი.

25და კაცთა მათ ზედა სიკიმაჲსათა, რამეთუ განაძლიერნეს ჴელნი მისნი მოწყუედად ძმათა თჳსთა. და უმზირდეს მას კაცნი იგი სიკემელნი და ქმნეს მისთჳს სამზიროჲ თავთა ზედა მთათასა და მოიტაცებდეს ყოველსა ჟამსა წარმავალთა გზისათა და უთხრეს ესე აბიმელექს.

26და მოვიდა გაალ, ძჱ აბედისი, და ძმანი მისნი და შევიდეს სიკემად. და მოსავ იყუნეს მის კაცნი იგი სიკემელნი.

27და განვიდეს ველად და მოსთულეს ვენაჴები მათი, და დაწნიხეს და ერისკრებაჲ ყუეს. და შევიდეს ტაძრად ღმრთისა, და ჭამდეს და სუმიდეს და სწყევდეს აბიმელექს.

28და თქუა ბაალ, ძემან აბედისმან: ვინ არს აბიმელექ და ვინ არს ძე, სუქემისი, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? ანუ არა ძე არს იერობოალისი და ზებულ მოღუაწე მისი და მონაჲ მისი კაცთა თანა ემორისთა, მამისა სჳქემისთა? და რაჲსათჳს ვჰონებდეთ მას ჩუენ?

29ვინმცა მომცა მე ერი ესე ჴელთა ჩემთა? და გარდა-მცა-ვადგინე აბიმელექ და ვარქუ აბიმელექს: განიმრავლე ერი შენი და განვედ.

30და ესმეს ზებულს, მთავარსა მის ქალაქისასა, სიტყუანი ესე გაალისნი, ძისა აბედისნი, და განრისხნა გულისწყრომითა ფრიად.

31და მოუვლინნა მოციქულნი და ძღუენი აბიმელექისა და ჰრქუა: აჰა ესერა, გაალ, ძე აბედისი, და ძმანი მისნი მოსრულ არიან სიკიმად და იგინი აშფოთებენ ქალაქსა შენსა ზედა.

32და აწ აღდეგ ღამე და ერი ეგე, რომელ არს შენ თანა, და უმზირე მათ ველსა.

33და იყოს, განთიად აღმოსლვასა ოდენ მზისასა აღიმსთო და განირთხა ჴელი შენი ქალაქსა ამას ზედა. და იგი და ერი მისი მის თანა განგივლენ შენ და უყავ მას, რაჲ-იგი ძალ-გედვას ჴელსა შენსა.

34და აღდგა აბიმელექ და ყოველი ერი, რომელ იყო მის თანა ღამე და უმზირდეს სიკიმასა ოთხი გუნდი ოთხად განყოფილი.

35და გამოვიდა გაალ, ძე აბედისი, და დადგა იგი კართა თანა ბჭეთა მის ქალაქისათა. და წარმოიძრა აბიმელექ და ერი მის თანა ადგილისა მისგან სამზიროჲსა და მოვიდოდა.

36და მიჰხედა და იხილა გაალ, ძემან აბედიმან, ერი იგი და ჰრქუა ზებულს: აჰა ესერა, რომელი გარდამოვალს თავთაგან მთისათა. და ჰრქუა მას ზებულს: აჩრდილსა მთათასა ხედავ. შენ კაცად.

37და შესძინა გაალ მერმე სიტყუად და თქუა: ერი გარდამოვალს ზღჳთ კერძო მახლობლად ღელესა მას ქუეყანისასა. და გუნდი ერთი მოვალს გზისა მისგან მაღნარისა სამსტროთაჲსა.

38და ჰრქუა მას ზებულ: სადა არს პირი შენი, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ვინ არს აბიმელექ, რამეთუ ვჰმონებდეთ? აჰა ეგერა, ეგე არს ერი იგი, რომელ შენ შეურაცხ-ჰყავ. აწ განვედ და ჰბრძოდე მას.

39და განვიდა გაალ წინამძღუარად კაცთა მათ სიკიმელთა და ჰბრძოდა აბემელიქს.

40და დევნა-უყო მას აბემელიქ და ივლტოდა გაალ პირისაგან მისისა. და დაეცნეს წყლულებითა მრავალნი ვიდრე ბჭედმდე მის ქალაქისა.

41და შევიდა აბიმელიქ არიმად და იყო იგი მუნ და განაძო ზებულ გაალი და ძმანი მისნი, რათა არა მკჳდრობდენ სიკიმას შინა.

42და იყო ხვალისაგან, განვიდა ერი იგი ველად და უთხრეს აბიმელექს:

43ვითარმედ ზედა მოგივლენ. ხოლო მან წარმოიყვანა ერი თჳსი და განყო იგი სამად გუნდად და დაემალა მათ. და ვითარცა იხილა, რამეთუ ერი გამოჴდა ქალაქით, დაესხა მათ და მოსრნა იგინი.

44და აბიმელექ და გუნდი იგი მისი მოიწინეს და გადგეს ბჭეთა თანა მის ქალაქისათა და ორი იგი გუნდი განეფინა მათ ზედა ყოველნი, რომელნი იყუნეს ველსა მას, დამუსრჳდეს მათ.

45და აბიმელექ ჰბრძოდა ქალაქსა მას დღე ყოელ. და დაიპყრეს იგი და ერი მისი მოსრეს და ქალაქი იგი დაარღჳეს. და დასთესეს მას მარილი.

46და ესმეს სიტყუანი ესე ყოველნი ყოველთავე მათ კაცთა გოდლისა სიკიმისათა და შევიდეს იგინი მოზღუდვილსა მას ტაძარსა ბაალბერითისსა.

47და უთხრეს აბიმელექს, ვითარმედ: შეკრბეს ყოველნი იგი კაცნი გოდლისა სიკიმაჲსანი.

48და აღვიდა აბიმელექ მთასა მას ევმონსა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა. და მოიღო აბიმელექ ცული ჴელითა თჳსითა და მოკაფა ტჳრთი ერთი შეშაჲ, და აღიდვა იგი მჴარსა და ჰრქუა ერსა მას თჳსსა: ვითარცა-ესე მიხილეთ მე, რაჲ-ესე ვყავ. თქუენცა ესრეთ ყავთ ადრე, ვითარცა-ესე მე ვყავ.

49და მოკაფა კაცად-კაცადმან ტჳრთი და შეუდგა აბიმელექს. და დაზჳნეს იგი გარემოს მოზღუდვილსა მას და დაწუეს იგი ცეცხლითა. და მოწყჳდა ყოველი კაცი გოდლისა მის სიკიმელთაჲსა, ვითარ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი.

50და წარმოვიდა აბიმელექ თებედდ და გარე მოადგა მას.

51და იყო გოდოლი დიდი შორის ქალაქსა მას, და შეივლტოდეს მუნ მამანი და დედანი და ყოველნივე მთავარნი მის ქალაქისანი და დაჰჴშეს კარი და აღვიდეს იგინი ერდოსა მის გოდლისასა.

52და მოვიდა აბიმელექ გოდოლსა მას თანა და ჰბრძოდეს მას. და მიეახლა აბიმელექ ვიდრე კარადმდე მის გოდლისა, რათამცა დაწუა იგი ცეცხლითა.

53და გარდამოუტევა დედაკაცმან ნატეხი ფქჳლისა საფქუელისა თავსა ზედა აბიმელექისსა და შთატეხა თხემი მისი.

54და ღაღად-ყო მეყსეულად და ჰრქუა მონასა მას ნიჟოგარსა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, რათა არა თქუან, ვითარმედ დედაკაცმან მოკლა იგი, და განგუმირა იგი მონამან მან თჳსმან და მოკუდა.

55და იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რამეთუ მოკუდა აბიმელექ, და ივლტოდა და წარვიდა კაცად-კაცადი ადგილსა თჳსსა.

56და მოაქცია ღმერთმან უკეთურებაჲ იგი აბიმელექესი თავსა ზედა მისსა, რომელ-იგი უყო მამასა თჳსსა, ვითარ-იგი მოწყჳდნა სამეოცდაათნი ძმანი თჳსნი.

57და ყოველივე უკეთურებაჲ კაცთა მათ სუქემისათა შეაქცია ღმერთმან თავთა მათთა ზედა წყევაჲ იგი იოათამისი, ძისა იორობოალისი.


წინა თავი შემდეგი თავი