მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი ნეემიასი |
თავი 12 |
1და ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორაბაბელის თანა ძისა სალათიელისა და ისუ; სარაია, და იერემია, 2ამარია, მალუქ, ატუს, 3სებენიას, რეუმ, მერიმოთ, 4ადო, გენდონ, აბიას, 5მალმინ, მადიას, ბელგას, 6სემეია, იოვარიბ, იდაიას, სელუ, ამოქ, ელკიას, 7იდაიას. ესე არიან მთავარნი მღდელნი და ძმანი მათნი ჟამსა ისოსასა. 8და ლევიტელნი იგი: იესუვა, ბენუი, კადმელ, სარბა, იუდა და ათთანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყუნეს დღითი დღე, 9ბეთბეგას და ანი, და ძმანი მისნი ყოველნივე წესსა ზედა თჳსსა. 10იოსუვე შვა იოვაკიმ, იოვაკიმ შვა ელიასიბ, ელიასიბ შვა იოვადა. 11იოვადა შვა იონათან, იონათან შვა იედოვა. 12და დღეთა იოვაკიმისათა იყუნეს მღდელნი და მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს: სარაია, მარაია, იერემია, ანანია, 13ეზრა, მოსოლამ, ამარია, იოვანან, 14მილიკო, იონათან, სებენია, იოსებ, 15არამ, ედნა, მარიოთ, ელკიმ, 16ადაია, ზაქარიას, ბენდონ, მოსოლას, 17აბია, ზეგრი, მიამინ, და მოადია და ფელდა, 18ბელგა, სამუა, სემაია, იონათან, 19იოვარიბ, მათანაი, იუდაია, აზი, 20სელაი, ჩელაი, ამოქ, ებერ, 21ელკია, ასებია, იდაია, ნათანაელ. 22და ლევიტელნი იგი დღეთა ელიასიბისთა: იოვადა და იოვა იოვანან და იდუა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს შარავანდედობასა მას დარეჰ მეფისასა. 23და ძენი ლევისნი მფლობელნი და მამათმთავარნი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა ვიდრე დღემდე იონან ძისა ელუასუბისა. 24და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია და ისუ და ძენი კადმელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან მან უფლისამან. 25მათანიას, ბეთბეგა, ობედია, მოსოლამ, თელმონ, აკუბ და მეკარენი და მეწესენი და ძენი წინაშე კარისა. 26ესენი იყუნეს დღეთა იოვაკიმისთასა. ძისა ისუასთა, ძისა იოსედეკისა, დღეთა ნეემიასთა და ეზრა მღდელისა და მწერალისა შჯულისა უფლისა. 27და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალჱმისასა, მოიძიეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალჱმდ ყოფად სატფურსა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა და ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა და ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა 28და შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო ყოვლით კერძო იერუსალჱმსა დაბათაგან ნეფთუმაფისათა, 29სახლისაგან გალგალისა და თემისაგან გებისა და ამალეთისა ამისთჳს, რამეთუ შემასხმელთა აღაშენეს დაბნები გარეშემო იერუსალჱმისა მათთჳს. 30და განიწმინდეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი და განწმინდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი. 31და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდასნი ზედა ზღუდესა მას პირისპირ შესხმითა ნოვაგთათა ორ-ორი ვიდრე ბჭედმდე სანაგვისა. 32შემდგომად ამათსა: იოსია, ოზია და ზოგნი იგი მთავარნი მათნი იუდასნი, 33აზარია, ეზრა, და მოსულამ. იუდა და ბენიამენ და სამია და იერემია.
34და ძეთა მათგან მღდელთანი იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუსა მას: ზაქარია, ძე იონანისი, ძე სალმიასი, ძე მათთანიასი, ძე მიქიასი, ძე ზაქარიასი, ძე ასაფისი. 35და ძმანი მათნი: სამეია, იეზრიელ, მალალაილ, გალალაილ, მაალ, ნათანაელ და იუდა და ანანი, აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისათა, რომელი-იგი გაენოაგა, და ეზრა მწერალი წინაუძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ წყაროთასა. 36და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალთა მათ ქალაქისა დავითისთა. და აღსლვასა მას ზღუდისასა ზემოკერძო ტაძართა მათ დავითისათა ვიდრე ბჭემდე წყალთა მათ ეფრემისათა მზისა აღმოსავლით კერძო. 37და მეორენი ხორონი მადლობდენ და ვიდოდენ პირისპირ მათსა, და მე შეუდეგ უკანა მათსა და ზოგნი ერისა მის დგენ ზღუდესა ზედა და გოდოლსა ზედა ღუმელისასა ვიდრე ზღუდედ ვრცელამდე.
42და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყუნა იგინი, სიხარულითა დიდითა, და ცოლები მათი, და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ-იყუნეს, და განისმა სიხარული იგი მათი იერუსალჱმისა შორიელთა ადგილთა. 43და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა 44და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ. 45რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას გალობისასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა. 46და ყოველი ისრაჱლი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა ნეემისთა მისცემდეს ნაწილსა და განყოფასა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. ვითარცა განაწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ ქარონისათა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |