მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი ნეემიასი |
თავი 2 |
1და იყო თვესა მას ნისანსა, მეოცესე წელსა არტაშეს მეფისასა, და მიითხოვა ჩემგან ღვინო, და მოვიღე ღვინო და ვასუ მეფესა. და იყო მეფე იგი მარტო. რაჟამს შესუა ღვინო იგი, 2მრქვა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი? და არარა არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკჯურება და შემეშინა მე ფრიად. 3და ვარქუ მეფესა მას: მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, რასათჳს არა იყოს მჭმუნვარე და მწუხარე პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთა უდაბნო არს? ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა. 4და მრქვა მე მეფემან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათასა. 5და ვარქუ მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილ, და თუ ვპოვე მონამან შენმან წინაშე პირსა შენსა მადლი, და მნებავს მივლინება ჩემი ურიასტანად, ქალაქსა საჴსენებელთა მათ მამათა ჩუენთასა, და მე სიტყჳთა შენითა აღვაშენო იგი. 6და მრქვა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან, და განმიტევა მე, და მე დაუდევ მას დრო. 7და ვარქუ მეფესა მას: უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მისთა მიერ კერძო მდინარისა მის, და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ურიასტანად, 8და წიგნი ერთი ასაფისა, რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეფოსა, რათა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს ზღუდეთა მათ განსაგებელად მის ქალაქისათა და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისა იყო ჩემ თანა კეთილობით 9და მოვედ მთავართა მათ მდინარითკერძოთა და მივეც მათ წიგნები იგი მეფისა, და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და ცხენოსნები. 10და ესმა ანბალატს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისასა, და ბოროტი უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს. 11და მოვედით იერუსალემად, და ვიყავ მუნ სამ დღე ოდენ. 12და აღვდეგ ღამე მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნენ, და არა უთხარ კაცთა მათ, ვითარმედ რა შთამიგდო ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს, და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტო იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი. 13და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღვარევისასა, პირსა ზედა ქუეყანისა მის ლელოვანისასა, ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისათა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმინდა და ბჭენი მისნი განრყუნილ იყუნეს ცეცხლითა. 14და განელე მე ბჭესა მას წყაროსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისა მის ჩემისათჳს, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ. 15და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღვარევით კერძოსა ღამე, და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა და ვიყავ ბჭესა მის თანა ჴევისასა და მოვიქეც. 16და არა აგრძნეს მჴუმილავთა მათ, ვიდრე არა მისრულ ვიყავ, ანუ რასა ვიქმოდე ურიათა მათ და მღდელთა პატიოსანთა და ერისთავთა და სხვათაცა, რომელნი ადასრულებდეს ღვაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა. 17და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ერთ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი მისნი ცეცხლითა მომწვარ, მოვედით და აღვაშენოთ ზღუდენი იერუსალჱმისანი, და არღარა ვიყვნეთ საყუედრელ. 18და უთხარ მათ, ვითარმედ: ჴელი უფლისა იყო ჩემ თანა კეთილობით, და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე, და ვარქუ მათ: და აღვდგეთ, ვიქმოდეთ და აღვაშენოთ და განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად. 19და ესმა სანაბანატს, ჰარონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა და გვეკიცხევდეს ჩუენ. და მოვიდეს ჩუენდა, მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქთ? და გნებავს მეფისაგან განდგომა? 20მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგვიმართა ჩუენ, და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმინდანი, და აღვაშენოთ, და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |