მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ნეემიასი
თავი 6

1და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.

2და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.

3და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.

4და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!] მიუგე მათ.

5და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდელი,

6რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა, ვითარმედ შენ და ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ ზღუდეთა მაგათ და განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.

7და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად.

8და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას.

9რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყუნედ ჴელნი მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმე ესე სრულიად.

10და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამე და მოგუკლან ჩუენ.

11და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი?

12და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს.

13და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რათამცა შევიშინე და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.

14მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.

15და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე.

16და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.

17და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა.

18რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა იერესა, და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი.

19და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას, და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე.


წინა თავი შემდეგი თავი