მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ოსია წინასწარმეტყველი
თავი 10

1ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა ძეგლებნი,

2განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი

3მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?

4მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ. აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა,

5ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა.

6და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა.

7განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა ზედა უფლისასა.

8და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი. ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა,

9ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ ეწიოს მათ.

10ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა მათთა.

11ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა მისსა იაკობ.

12სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა.

13რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით? შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა შინა ძალისა შენისასა?

14და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს.

15ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებათა თქუენთასა.


წინა თავი შემდეგი თავი