მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ოსია წინასწარმეტყველი |
თავი 11 |
1ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა, 2ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს. 3და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ. 4განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას. 5დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა, რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ. 6და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა. 7და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი. 8რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი. გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი. 9არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ და არა შევიდე ქალაქად. 10შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს, რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი, 11განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს ღმრთისაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |