მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ოსია წინასწარმეტყველი
თავი 12

1ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ შევიდოდა,

2და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას.

3შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა განძლიერდა ღმრთისა თანა.

4განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ.

5ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ მისსა.

6და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის.

7ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა.

8და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა.

9ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა დღეთა დღესასწაულისათა.

10და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე.

11არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა ველსა.

12და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა.

13და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა.

14განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან.


წინა თავი შემდეგი თავი