მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ოსია წინასწარმეტყველი |
თავი 13 |
1სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა, 2და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს. 3ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა. 4ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ ჩემსა გარეშე. 5მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა, 6საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე. 7მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასსურასტანისისა. 8შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა ველისათა განხეთქნენ იგინი. 9განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს? 10სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი. 11და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ გულისწყრომასა შინა ჩემსა. 12გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი. 13და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა. 14ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა 15მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |