მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ოსია წინასწარმეტყველი |
თავი 14 |
1უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა, მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი განიბძარნენ. 2მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა. 3მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი. 4ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს, 5და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან. 6ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან. 7ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი. 8მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ. 9ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს. 10ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა. |
წინა თავი |