მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ოსია წინასწარმეტყველი
თავი 6

1ჭირსა შინა მათსა აღიმსთონ ჩემდამო მეტყუელთა: წარვიდეთ და მივიქცეთ უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩვენისა,

2რამეთუ მან მწყლნა, და განმკურნნეს ჩუენ, და მცნეს და მილბუნოს ჩუენ,

3განმამრთელნეს ჩუენ შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა შინა აღვდგეთ და ცოცხალ ვიყუნეთ წინაშე მისსა, და ვცნათ. ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ მსთუადი და მცხუედი.

4გიყო რაჲ შენ, ეფრემ, რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ მავალი.

5ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.

6მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.

7ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი აღთქმისა, მუნ შეურაცხ-მყვეს მე.

8გალაად, ქალაქი მოქმედი ამაოთა, აღამრღუევღეს წყალსა,

9ძალი მამაკაცისა გამცდელისაჲ დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს

10სახლსა შორის ისრაჱლისასა. ვიხილვ მუნ განსაკრთომელი სიძვაჲ ეფრემისი, შეიგინა ისრაჱლ

11და იუდაჲ. იწყე სთულებად მისსა მოქცევასა შინა ჩემგან ტყუესა ერისა ჩემისასა.


წინა თავი შემდეგი თავი