მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ოსია წინასწარმეტყველი
თავი 7

1განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი ავაზაკი გზასა ზედა მისსა,

2რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს.

3უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ მათთა მთავართა

4ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა

5დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა

6მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე.

7ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო.

8ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ არგარდაქცეულ.

9შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა.

10და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა ზედა.

11და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს,

12რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი ბავთითა ჭირისა მათისაჲთა.

13ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა ცრუჲ.

14და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ მიერ.

15და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი

16და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.


წინა თავი შემდეგი თავი