მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ოსია წინასწარმეტყველი |
თავი 9 |
1ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა. 2კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა მათ. 3არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ, 4არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ უფლისა. 5რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა დღესასწაულისა უფლისასა? 6ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა. 7მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა სიცბილი. 8მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა დაამტკიცეს. 9განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა, 10ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი. 11ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა 12მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან. 13ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა 14მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ და ძუძუნი ჴმელნი. 15ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან. 16ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა მუცლისა მათისათა. 17განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის. |
წინა თავი | შემდეგი თავი |