მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ |
თავი 13 |
1ძმათ მოყუარებაჲ ეგენ. 2სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს. 3მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ. 4პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან 5ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. 6ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? 7მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ. 14რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. 16ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა. 17დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. 18ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად. 19უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა. 20ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, 21დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ. 22ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ, დაღათუ მცირედ მივწერე თქუენდა. 23იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს, გიხილნე თქუენ. 24კითხვაჲ არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ თქუენ, რომელნი-იგი არიან იტალიაჲთ. 25მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ. |
წინა თავი |