მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ |
თავი 9 |
1რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა. 2რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი. 3ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ. 4ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა. 5უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ. 6ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს. 7კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა. 8ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა. 9ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 10ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ. 11ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა. 12რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა. 13გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა. 14და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა. 15ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |