მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიმონის მიმართ |
თავი 1 |
1პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, და ტიმოთე ძმაჲ ფილიმონს, საყუარელსა და თანა-შემწესა ჩუენსა, 2და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა, და სახლისა შენისა კრებულთა. 3მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. 4ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის ჴსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა. 5მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაჲ, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა, 6რაჲთა ზიარებაჲ სარწმუნოაბისა შენისაჲ შეწევნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა კეთილისაჲთა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესუჲს მიმართ. 7რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისა შენისათჳს, რამეთუ ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენთჳს, ძმაო. 8ვინაჲცა მრავალი კადნიერებაჲ მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვნისა; 9სიყუარულისათჳს უფროჲსღა გლოცავ ესევითარი ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო აწ კრულიცა ქრისტე იესუჲსი. 10გლოცავ შენ შვილისა ჩემისათჳს, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა ონისიმე, 11რომელი-იგი ოდესმე უჴმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა საჴმარ, რომელი-იგი მივავლინე შენდა, 12ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი არს ნაწლევი ჩემი, 13რომლისაჲ მეგულებოდა დაყენებად ჩემ თანა, რაჲთა შენ წილ მმსახურებდეს მე კრულებათა ამათ შინა სახარებისათა. 14ხოლო თჳნიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაჲთა არა უნებლებით კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნეფსით. 15ვინ უწყის, გან-ვე ამისთჳს-გეშორა ჟამერთ, რაჲთა საუკუნოდ მიიყვანო იგი, 16არღარა ვითარცა მონაჲ, არამედ უფროჲსღა მონისა, საყუარელი ძმაჲ. ვინაჲთგან ჩემდა ესრეთ, რაოდენ უფროჲს შენდა ჴორციელადცა და უფლისა მიერცა! 17უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად, შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე. 18ხოლო უკუეთუ რაჲმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე. 19მე, პავლე, დავწერე ჴელითა ჩემითა: მე გარდავიჴადო; რაჲთა არა გრქუა შენ, ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა. 20ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს მიერ. 21სასოებითა მორჩილებისა შენისაჲთა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათჳს-ესე გეტყჳ, ჰყოცა. 22და მის თანა განმიმზადე მე ვანიცა; რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა მიგემადლო თქუენ. 23გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესუჲს მიერ, 24მარკოზ, არისტარხოს, დიმა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი. 25მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ. |