მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ |
თავი 3 |
1და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. 2სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს, 3რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით? 4რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა? 5რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა. 6მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. 7აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. 8ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. 9რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. 10მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს. 11რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე. 12უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, 13კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. 14რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. 15რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან. 16არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? 17რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ. 18ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ. 19რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა. 20და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო. 21ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს: 22გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს. 23ხოლო თქუენ - ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |