მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ |
თავი 5 |
1მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა, 2მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა. 3ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა. 4უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა. 5ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე. 6ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს. 7და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ. 8ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს. 9ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ, 10და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა. 11ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. 12აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. 13და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. 14მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. 15რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა. 16უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს. 17რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა. 18რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. 19ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა. 20და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის. 21ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. 22ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. 23ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს. 24რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან. 25ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების. |
წინა თავი | შემდეგი თავი |