მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიტეს მიმართ
თავი 3

1მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,

2ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა.

3რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთარს.

4ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა

5არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,

6რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა,

7რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.

8სარწმუნო არს სიტყუაჲ; და მათთჳსცა მნებავს შენდა განმტკიცებად, რაჲთა ზრუნვიდენ კეთილთა საქმეთა ზედა დგომად მორწმუნენი ღმრთისანი: რამეთუ ესე არს კეთილ და სარგებელ კაცთა.

9ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო.

10მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე.

11უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ.

12ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ.

13ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ.

14ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილისა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთჳს საჴმართა, რაჲთა არა იყვნენ უნაყოფო.

15გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.


წინა თავი