მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი პირველი ეზრასი
თავი 3

1და მოიწია თთუჱ მეშჳდე და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ქალაქსა და შეკრბა ყოველი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი იერუსალჱმდ.

2და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.

3და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.

4და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.

5და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თვისთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესასწაულთა წლისათა უფლისა სიწმიდეთა ყოველთა უნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.

6და პირველსა მას თთჳსასა მეშჳდისა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და სახლისა მის აღარ დადებულ იყო საფუძველი.

7და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა სასმელი და საჭმელი და ზეთი სიდონელთა და ტჳრელთა, და მოაქუნდა ნაძჳსძელი ლიბანით ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა მათ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

8და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა უფლისასა იერუსალჱმად თთუესა მას მეორესა, იწყეს ზორაბაბელ სალათიელმან და ისუ იოსედეკიანმან და ძმათა მათთა მღდელთა ლევიტელთა ყოველთა მოსლვად ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ, და დაადგინებდეს ლევიტელთა ოც წლითგან ზედამდგომელად საქმისათჳს სახლისა უფლისასა

9ისუ და ძენი მისნი, მდგომელნი ზედა საქმისა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისანი და ძმანი მისნი და ლევიტელნი.

10და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლისა უფლისა; დგეს მღდელნი, და შთაეცვა კუართები, და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა ლევიტელნი და ძენი ასაფისნი წინწილითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.

11და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.

12და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა

13და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.


წინა თავი შემდეგი თავი