მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი პირველი ეზრასი
თავი 5

1და წინასწარმეტყუელობდეს ანგეა და ზაქარია ადდოვისა, წინასწარმეტყუელებდენ ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა სახელითა უფლისა ღმრთისათა ისრაელისათა.

2მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი და იწყეს შენებად სახლისა მის უფლისა ღმრთისა ისრაილისა იერუსალჱმს. და ერთსიტყვა იყვნეს მათ თანა წინასწარმეტყუელნი ღმრთისანი და შეეწეოდეს მათ.

3მას ჟამსა მოვიდა თათანი მთავარი ევფრატით მდინარით კერძო და სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენება სახლისა მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღმართენით გოდოლი მაგისი?

4ანუ რა ჰქჳან, სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისა?

5და იყვნეს თუალნი უფლისა ღმრთისა ზედა ჰურიათა მოქცეულთა ტყუეობისაგან, და არა დაუყვნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარეჰ მეფესა. მაშინ წარავლინეს ხარკისმომჴდელნი იგი ამის საქმისათჳს, რათა მეცნიერ იქმნნენ წიგნთა.

6ესრეთ წერილ იყო, რომელი-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მდინარითკერძომან, და სათრაბუზან და მონათმოდგამთა მათთა და ფარსაქე და რესიმონ:

7დარეჰ მეფისა მშჳდობაჲ მრავალი.

8თქუენდა უწყებულ იყავნ, მეფისა, რამეთუ მოვედით ჩვენ ქუეყანად ურიასტანისა, ქალაქად იერუსალიმად და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდსა, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა, ძელსა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა, და საქმე წარუმართებელ იყო ჴელთა შინა მათთა.

9მაშინ ვკითხეთ მოხუცებულთა და ვარქვით: ვინ გიბრძანა თქუენ სახლისა ამის აშენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა აშენებთ?

10და ვკითხეთ სახელი წინამძღუართა მათთა, რათამცა გვაუწყნეს, რამეთუ აღვწეროთ სახელნი კაცთა მფლობელთა მათთანი.

11და ესე მოგვიგეს ჩვენ ურიათა: ჩვენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. და ვაშენებთ სახლსა ამას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელ აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან სოლომონ და მსგავსად ჩვენცა დავამტკიცოთ ესე.

12რამეთუ მამათა ჩვენთა განარისხეს ღმერთი ცისა და ქვეყანისა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელთასა და ქალდეველთასა, და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი მწირობდა ბაბილონს.

13და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელისა კვიროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ღმრთისა.

14და ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, რომელ წარეღო ნაბუქოდონოსორს იერუსალემით, მოვიდა და მოიღო სახლთა ღმრთისა თჳსისა, და გამოიღო კჳროს მეფემან სახლით სამეუფოთ; და მისცა სამნასაროს მეფესა

15და ჰრქვა: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭელი სახლისა უფლისა აღიღე და მიიღე სახლსა უფლისასა, რომელ-იგი არს იერუსალიმსა. მიიღე ეგე ადგილსავე თჳსსა.

16მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არა აღგჳსრულებიეს

17აწ, თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება-ყავ და იხილე სახლთა დასამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილოვნელთასა, რათა გულისხმა-ყო, უკეთუ ნანდვილვე კჳროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ჰურიასტანს და იერუსალემს, და მეცნიერ იქმენ შენ, მეფე, ამის საქმისათჳს მოწერე ჩვენდა.


წინა თავი შემდეგი თავი