მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი პირველი ეზრასი |
თავი 7 |
1და შემდგომად სიტყჳსა მათ შარავანდობისა არტახშესის, მეფისა სპარსთასა, გამოვიდა ეზრა, ძე სარუველისი, ძისა აზრიასი, ძისა ქელკიასი, 2ძისა სილომისა, ძისა სედაკისა, ძისა აქიტობისი, 3ძისა სამარიასი, ძისა ეზრიასი, ძისა მარგთასა, 4ძისა ზარეასი, ძისა ოზიასი, ძისა ბუკეისი, 5ძისა აბისუმისი, ძისა ეფნესესი, ძისა ელიეზარისა, ძისა აჰრონისი პირველის მღდელისა. 6ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, იყო მწერალი მალედ სჯულისა მის მოსესისა, რომელი-იგი მოსცა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან. და მისცა მას მეფემან ყოველივე, რაცა უნდა და ითხოვოს. რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა იყო მის თანა. 7და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა მღდელთა მათგანნი და ლევიტელთა და შემსხმელთა მათგანნი მსახურთა და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალიმად წელსა მეშჳდესა არტაშესის მეფისასა. 8გამოვიდნენ იერუსალჱმად თთვესა მას მეშჳდესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის. 9და თთჳსთავსა მის მეშჳდისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალიმად, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა ამაღლებულ იყო მის თანა. 10და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად სჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი და მსჯავრნი. 11ესე არიან ბრძანებანი იგი, რომელი მისცა არტაშეს მეფემან ეზრას მღდელსა და მწერალსა წიგნთასა და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებისა სჯულისა უფლისათა და ბრძანებითა მით, რომელი იყო ზედა ისრაილსა. 12არტაშეს მეფემან მეფეთამან ეზრა მწერალსა სჯულისა უფლისა ღმრთისასა ზეცათასა, 13ყოვლითა სიმტკიცითა მივეც მე ბრძანება ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელისასა მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რათა აღვიდენ ყოველნი იერუსალჱმად შენ თანა. 14პირისაგან მეფისასა და შჳდთა თანამზრახველთა მიწერა წიგნი ესე მოძიება ჰურიათა და იერუსალჱმელთა წინამძღურებითა ეზრასითა, რომლისა იყო სული ღმრთისა ჴელთა შინა მისთა. 15და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა. 16და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად. 17და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს. 18უფროს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველის-საქმე, დაუტევე ოქრო და ვეცხლი, ვითარცა შეაშუს ღმრთისა, თქუენცა ეგრეცა ყავთ. 19და ჭურჭელი იგი მიგცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც იერუსალჱმს. 20და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა. 21მე, არტახშეს მეფემან, მივეც ბრძანება ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა მღდელი და მწერალი სჯულისა უფლისა ღმრთისა ზეცათასა, მიეცით სახლსა უფლისა ღმრთისა ზეცათასა. 22და მზა-უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნო იგივე საწყაული და ზეთი იგივე ზომი. 23და ნუმცა ვინ წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა. ყოველივე, რაცა ვბრძანე, სახელითა უფლისა ღმრთისა ზეცათა და ქუეყანისა, ეგრეცა იყავნ, და ნუ ვინ ჴელსა ჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათა არა იყოს რისხვა უფლისა ღმრთისა ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა 24გაუწყებთ თქუენ, რათა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთა და ფსალმუნთშემსხმელთა და მეკარეთა და ნათანაელთა, რომელნი-იგი იყუნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა, ნუძცა ვის უფლიეს დამონება მათი. 25და შენ, ეზრა, რომლისა სიბრძნე ღმრთისა შენისა ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომელნი სჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა, რომელთა არა იციან სჯული ღმრთისა შენისა, რომელთა-იგი არა იცოდიან, ყოველთა 26ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად სჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისასა, მი-მცა-ეცემიან მსაჯულსა საქმეთა მათებრ თჳსთა, გინა თუ სიკუდილსა, გინა თუ სატანჯველსა, გინა თუ ზღვევად, გინა თუ პყრობილებად. 27კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა, და დიდებულ-ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს იერუსალჱმს. 28და ყო ჩემ თანა წყალობა, და პატიოსან-მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახველთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა, და მე განვძლიერდი, რამეთუ ჴელი უფლისა ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა |
წინა თავი | შემდეგი თავი |