მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი პირველი ეზრასი |
თავი 9 |
1და აღსრულებასა მას ამის ყოვლისასა მოვიდეს ჩემდა მთავარნი იგი და მრქუეს: არა განეშორა ერი იგი ისრაელისა და მღდელნი იგი და ლევიტელნი ერისა მისგან და ქუეყანისა, რომელ განშორებულ არიან მათგან ქანანელნი იგი, და ქეტელნი იგი, და ფერეზელნი, და იებუზელნი იგი, და ამონელნი იგი, და მოაბელნი იგი, და მეგჳპტელნი და ამორაველნი იგი 2და ისხნეს ცოლნი ასულთა მათთაგანნი. და შვილთა მათთა შეერია და შეიბილწა თესლი სიწმიდისა მათისა ერისა მის ქვეყანისასა. და იქმნა დასაბამი უსჯულოებისა ამის მთავართა მათგან. 3და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, დავიფხურენ თმანი და წვერნი ჩემნი, და ესრეთ დავჯედ მგლოვარედ. 4და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, რომელთა ეშინოდა ღმრთისაგან ისრაელისა, რომელნი-იგი იყუნეს შეკრებილ, გამოსრულნი იგი მწირობისაგან. და მე ვჯედ ეგრეთვე მგლოვარედ, ვიდრე მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა. 5და შეწირვასა მას მწუხრისასა აღვდეგ ურვისაგან ჩემისა და დაპებულითა მით სამოსლითა ჩემითა დაღონებულ ვიყავ და დადრეკილ ზედა მუჴლთა ჩემთა, და განვმარტენ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა 6და ვთქუ: ღმერთო ჩემო და უფალო, გურცხვენის, და გვეშინის ჩუენ შენგან, აღამაღლე, ღმერთო ჩემო, პირი ჩემი შენდა მიმართ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი განმრავლდეს ზედა თავთა ჩუენთა, და ცოდვანი ჩნენნი განდიდნეს, და ამაღლდეს ვიდრე ცადმდე 7წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდ-დიდთა მოდღენდელად დღედმდე, და ცოდვათა ჩუენთათჳს მიგუცენ ჩუენ და მეფენი ჩუენნი და შვილნი ჩუენნი ჴელთა მეფეთა წარმართთასა, და მახვილსა და ტყვეობასა და წარსატაცებელად, და სირცხვილსა პირისა ჩუენისასა ვართ მოდღენდელად დღემდე 8და აწ მოწყალებანი შენნი იყვნენ ჩუენ ზედა, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგუმადლე ჩუენ ცხორება, და დაგვამტკიცენ ჩუენ ადგილსა სიწმინდისა შენისასა და განანათლენ თვალნი გულისა ჩუენისანი დღეს, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგვეც მაცხოვარება შენი ჩუენ მცირისა ამის მსახურებისა ჩუენისათჳს 9რამეთუ დამონებულ ვიყვენით ჩუენ, და მონებასა შინა ჩუენსა არა დაგუთხიენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოსდრიკენ ჩუენდა წყალობანი შენნი წინაშე მეფისა მის სპარსთასა მოცემად ჩუენდა მაცხოვარება შენი, ამაღლებად სახლი ღმრთისა ჩუენისა და აღშენებად მოოჴრებულსა ამას უდაბნოსა და მოზღუდვად სიძნელისა იუდასი და იერუსალჱმისა 10და აწ რამე მოგიგოთ შენ წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა შენსა, უფალო ჩუენო, და ბრძანებასა შენსა, 11რომელი მოგვეც ჩუენ, ჴელთა მონათა შენთა წინასწარმეტყუელთათა და სთქუ ესრე, ვითარმედ: ქუეყანასა მას, რომელსა შეხვიდეთ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანა იგი შეგინებულ, შეგინებითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და ბილწებითა თჳსითა აღავსეს იგი 12და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგანსა ცოლად ძესა შენსა და ასულთა თქუენთა ნუ მისცემთ ცოლად ძეთა მათთა, და ნუცა ეძიებ ყოფად მშჳდობასა მათ თანა ყოველთავე ჟამთა. და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ შვილთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა 13და რა-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს, უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, არამედ შენ, უფალო, მრავალჯერ მოგვიტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგვეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი. 14და მერმე მივსდრკით და გარდავაქციეთ სჯულსა შენსა და აღვირიენით სიბილწესა და მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმდელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძირი და ნათესავი და სახელი ჩუენი. 15უფალო ღმერთო ისრაელისაო, შენ მართალ ხარ და ჭეშმარიტ, და ჩუენ შეცოდებულ შენდამი, და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი ქუეყანისაგან, არამედ დაშთა ძირი და თესლი ერისა ჩუენისა მოდღენდელად დღემდე. აწ, აჰა, ესერა, ვართ დღესა წინაშე შენსა, უფალო, უსჯულოებასა შინა ჩუენთა და ვერღარა შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი ჩუენნი და უკეთურებანი ჩუენნი უფროს თმათა თავისა ჩუენისათა |
წინა თავი | შემდეგი თავი |