მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 11

1და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.

2მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.

3და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.

4და მოვიდეს მოციქულნი იაბისანი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა. და აღიმაღლეს ჴმაჲ თჳსი და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.

5და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ, და მოესხნეს ჴარნი აგარაკით და თქუა: რა არს, ანუ რაჲსა სტირ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთა.

6და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.

7და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.

8და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.

9და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.

10და ჰრქუეს იაბისელთა მათ ამანიტელსა: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და ვყოთ, რაც სათნო-გიჩნდეს!

11და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად, და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისათა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისათა ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად განიბნივნეს თჳთეულად და არა დარჩა არცა ორი ერთად.

12მაშინ ჰრქვა ერმან მან სამოველისა: ვინ იყუნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენ ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ!

13მიუგო საულ და ჰრქუა: არა ვინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა ზედა.

14სიტყუად იწყო სამოველ ერისა მიმართ და თქუა: მოგუალე, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ ჩუენ შარავანდობა ეგე მაგისი!

15და მოვიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად. და მუნ სცხო სამოველ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალს და შესწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებელად უფლისა. და იხარებდეს მუნ სამოველ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ფრიად.


წინა თავი შემდეგი თავი