მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მეფეთა წიგნი |
თავი 13 |
1შვილი იყო საულ წელიწადისა ერთისა, ვინათგან დაჯდა იგი მეფედ და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა ისრაჱლსა ზედა. 2გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათა, ორი ათასი იგი საულისა თანა იყო მაქმასს მთასა მას ბეთელისასა, და ხოლო ათასი იგი ყო ნათანისა თანა ბორცუსა მას გაბაონსა ბენიამენისსა. და სხუასა მას ერსა განუჯმნა თჳთეულად სოფლად თჳსა. 3და ამისა შემდგომად მოსწყჳდა იონათამ ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთა, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ და უბრძანა საულ ნესტვისა დაბერვა ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდენ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი! 4და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა, მოსწყჳდა ყოველი იგი ერი უცხოთესლთა და დაწუნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი. და მოკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად. 5და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და ბრძოლად მივიდეს ისრაჱლისა სამ ათასითა ეტლითა და ექუს ათასითა მჴედრითა. ხოლო სხუაჲ ერი ურიცხჳ იყო ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა. და აღვიდეს იგინი და დაიბანაკეს მაქმასსა ზურგით კერძო ბეთორს. 6და კაცთა მათ ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს, რამეთუ შემოაჭირვებდეს მათ უცხოთესლნი იგი, მოჰრიდეს და დაემალნეს ქვაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა, ორმოებსა და ჯურღმულებსა წყლისასა. 7რომელნიმე წიაღვიდოდეს იორდანეს ქუეყანად გადისა და გალადისა; საულ მუნვე იყო გალგალს, და ყოველნი ერნი განცჳვნეს მისგან. 8და საულ დაშთა მარტო გალგალს, და დგა და ელოდა შჳდ დღე წამებასა მას ზედა სამოველისასა. და სამოველ არღა მოსულ იყო გალგალად. სიტყვად იწყო საულ და თქუა: სამოველ არა მოვიდა გალგალად და ერი ესე განიჭრა ჩემგან. 9და თქუა საულ: აღმომგუარენით მე საკურთხებთაგან და შევსწირო მსხუერპლი დასამშჳდებელად და შესწირა მსხუერპლი. 10და ვითარცა შე-ოდენ-სწირა მსხუერპლი იგი, მოვიდა სამოველ. გამოვიდა საულ შემთხუევად მისა, რათამცა აკურთხა იგი. 11და ჰრქუა სამოველ: რა ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, რამეთუ ერი იგი განიჭრა ჩემგან და შენ დაგეყოვნა, და არა მოხვედ აღთქმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყუნეს მაქმასად. 12და მე ვთქუ: ნუუკუე ჩამო-ნუუკუე-ჴდენმეა უცხოთესლნი იგი გალგალად? და უფალი არა ვაშურო მე! არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევსწირე მსხუერპლი ესე. 13მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაჲ შენი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე ჟამთა. 14ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი, სათნო გულისა თჳსისა და დაადგინოს იგინი მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან. 15და წარვიდა სამოველ გალგალით გზასა თჳსსა (და ნეშტნი იგი ერისანი აღვიდეს საულის თანა შემთხუევად ერისა მის განწყობილისა). და ვითარცა მოვიდეს გალგალად ბორცუსა მას ბენიამენისასა, და ახილვა-ყო საულ ერისა მისთჳს, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და იპოვა მუნ ვითარ ექუსასი კაცი. 16და საულ და იონათან, ძე მისი, და ერი იგი, რომელ მის თანა იყო გაბაონს ბენიამენისსა, და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს მაქმასს. 17და მჭკუერველი, რომელი გამოვიდოდა უცხოთესლთა მათ, სამად გუნდად განიყოფოდა: ერთი იგი გუნდი მსტუანვად გოფერით კერძო გზასა მას წყაროსასა სოგალიმით; 18და ერთი იგი გუნდი წარმართებულ იყო გზასა მას ბეთორისასა, და მესამე იგი გუნდი მივიდოდა გაბაონად, და რომელი შთაიყვანების გაჲდ საბასსა, რომელ არს უდაბნოთ კერძო. 19და მჭედელი რკინისამებრვე არა იპოებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუუკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა? და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა მას ჩუენსა. 20არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თჳთეულად საქმრისა თჳსისა საჴმართა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა, სასხლევისა, და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით. 21და ოდეს მკა გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი საჴნისისათჳს ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან. 22და დღეთა მათ შინა წყობისათა მაქმასს ყოვლადვე არა იყო მახჳლი, არცა ჴმალი და არცა ჰოროლი ჴელთა შინა მის ერისათა, რომელ-იგი იყვნეს საულის თანა და იონათანისა, ძისა მისისა, გარნა საულის თანა და იონათანის თანა, ძისა მისისა. 23და გამოვიდეს ფილისტიმელნი და გუნდნი, რათა მაქმასა განვიდენ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |